spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ტვინგაყინულ ქოცს არაფერი ეშველება და მაინც კრემლიდან წამოსულ,...

“ტვინგაყინულ ქოცს არაფერი ეშველება და მაინც კრემლიდან წამოსულ, ამერიკული “დიპსტეიტის” ყოვლისშემძლეობაზე, ქოცურ ბოდვას დაუჯერებს, მაგრამ მათ საყურადღებოდ მაინც დავსვამ ასეთ კითხვას…” – გიორგი ბარამიძე

ლოგიკურ შეუსაბამობებზე საუბრობს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში:

ტვინგაყინულ ქოცს არაფერი ეშველება და მაინც კრემლიდან წამოსულ, ამერიკული “დიპსტეიტის” ყოვლისშემძლეობაზე, ქოცურ ბოდვას დაუჯერებს, მაგრამ მათ საყურადღებოდ მაინც დავსვამ ასეთ კითხვას:

თუ ამერიკულმა “დიპსტეიტმა” უკრაინა “წააქეზა” რუსეთთან ომში ჩართულიყო, ხოლო ევროპა “აიძულა” ამ ომის ნაწილი გამხდარიყო, მაშინ იგივე “დიპსტეიტმა” რატომ ვერ მოახერხა, რომ ევროპული ქვეყნები, უშუალოდ ამერიკის, ირანთან ომში, ასევე ჩართულიყვნენ?

თუ ეგ როგორაა, “დიპსტეიტი” ხან “აკონტროლებს” ევროპულ სახელმწიფოებს და ხან კი ვერა?

ასევე, როცა ევროპა, და აშშ მთავრობა, ივანიშვილს და მის რუსულ ბანდას აკრიტიკებს და სანქციებსაც კი უწესებენ, მაშინ ეგ ომის მოყვარული და წამქეზებელი “დიპსტეიტის” გამოა, ხოლო ირანის ომის შემთხვევაში, ევროპა მისი გავლენიდან, უცებ გამოვიდა?

ეგ “დიპსტეტის” მიერ ევროპის იძულებაზე დაფუძნებული ბოდვითი თეორია რომ სრული კრეტინიზმია, მაგას დიდი დაფიქრება არც ჭირდება, მაგრამ უბედურება ისაა, რომ რუსქოცების მთელი ანტიდასავლური, მავნებლური და საქართველოს შეგნებულად მოღალატური, პოლიტიკა და პროპაგანდა, სწორედ გონებრივად არცთუ უნარიან და სიცრუის პროპაგანდის მიმართ, მოწყვლად ადამიანებზეა გათვლილი.

ცხადია ზოგი რუსქოცი ყველაფერს კარგად ხვდება, თუმცა მათ სიმართლე არც არასდროს აინტერესებდათ, მათთვის მთავარია, რეჟიმიდან ის ხეირი და მატერიალური სარგებელი ჰქონდეთ, რასაც მათ რეჟიმი მისცემს, გადაუგდებს ან მოპარვის უფლებას მისცემს.

ზოგისთვის ეს სარგებელი 300-500 ლარია, ზოგისთვის მილიონი ან ვიღაცეებისთვის ასობით მილიონი და მილიარდიც კი. გააჩნია ვინ რამდენად იყიდება და რამდენად უღირს, სული ეშმაკს მიყიდონ და საქართველოს დამაქცევარი, კრიმინალური, ანტიდემოკრატიული რეჟიმი გაამაგრონ.

არა რუსქოცობას! საქართველო მაინც იქნება თავისუფალი!🇬🇪🇺🇦🇪🇺🇺🇸🇬🇧✊✌️“, – წერს გიორგი ბარამიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მაშინ ვბერდებით, როცა ჩვენს ბედნიერებას სხვებს ვანდობთ…” – ფადი ასლი

ბიზნესმენ ფასი ასლის მოსაზრება-შეფასებები, 5-პუნქტიანი ვარაუდები დაბერებასთან დაკავშირებით: "მაშინ ვბერდებით,...

“ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია‼️ გარეთ სანქცია‼️ ალტერნატივა‼️” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“მჯერა საქართველოს მომავლის და მისი ახალგაზრდობის კეთილი, დიდი, ლამაზი შარავანდედით შემოსილი წარმატებული სამშობლოს განთიადის”...

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...