პარასკევი, აპრილი 26, 2024

არავინ არსად მიდის, ბატონი გახარია არის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ჩვენს გუნდს არჩევნებში საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანს – თეა წულუკიანი

გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულინფრომაციას გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკინი. ვიცე-პრემიერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ არავინ არსად არ მიდის ეს ყველაფერი არის „ფეიქ-ნიუსი“, „ქართული ოცნება“ კი არის ის გუნდი, რომელიც დემოკრატიული არჩევნებით დაამარცხებს იმ სერიოზულ პრობლემას, რომელსაც ჰქვია „ფეიქ-ნიუსების შემქმნელები“ ოპოზიცია და მათი მედია.

მინდა გამოვეხმაურო იმ ყალბ ინფორმაციებს, რომლებიც მრავლად ვრცელდება ბოლო დღეებში. ყალბი ინფორმაცია, ანუ ე.წ. „ფეიქ-ნიუსი“ სამწუხაროდ გახდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ძველ დემოკრატიულ ქვეყნებშიც სერიოზული პრობლემა, რომელიც საბოლოო ჯამში დემოკრატიას ემუქრება.

ბოლო დღეებში ჩვენ ვისმენდით ყალბ ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, თითქოს წულუკიანი მიდის საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს არის „ფეიქ-ნიუსი“ და ეს ვნახეთ! შემდეგ ვრცელდებოდა ყალბი ინფორმაცია თითქოს წულუკიანი მიდის პარლამენტის თავმჯდომარედ, ესეც არის „ფეიქ-ნიუსი“, ანუ ყალბი ინფორმაცია.

გუშინ ვიხილეთ ისევ ოპოზიციის სატელევიზიო და სხვა მედია-საშუალებებით სახელდახელოდ შექმნილი ახალი ყალბი ინფორმაცია, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით, ესეც არის ყალბი ინფორმაცია. ანუ, ე. წ. „ფეიქ-ნიუსი“. არავინ არსად არ მიდის, ბატონი გახარია არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ჩვენს გუნდს, როგორც პრემიერ-მინისტრი მიიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე იმ არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს შედგება.

ჩვენ ყველანი ვრჩებით იქ, სადაც ამჟამად გვხედავთ და ვართ. ეს იქნება ის გუნდი, რომელიც არა მხოლოდ პანდემიას დაამარცხებს, არა მხოლოდ უვიზო რეჟიმი, როგორც მოვიტანეთ, მოიტანს ქვეყნისთვის უფრო მეტ ევროპულ ინტეგრაციას. ეს იქნება სახელისუფლებო გუნდი, მთავრობაში, პარლამენტში, რომელიც მორიგჯერ გამჭვირვალედ და დემოკრატიული არჩევნებით დაამარცხებს იმ სერიოზულ პრობლემას, რომელსაც ჰქვია „ფეიქ-ნიუსების შემქმნელები“ ოპოზიცია და მათი მედია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული