spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"ეს ქალაქი ყველასია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს...

“ეს ქალაქი ყველასია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა” – კახა კალაძე გარე ვაჭრობაზე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ მეტროსადგურ „სადგურის მოედნისა“ და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგება აუცილებელი იყო, რადგან უკანონო გარე ვაჭრობა, გადაადგილების თვალსაზრისით, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს ამა თუ იმ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს ბევრი ლოკაცია, სადაც შეიძლება, ეს ადამიანები შევიდნენ და საქმიანობა განაგრძონ. რაც შეეხება ტერიტორიის მოწესრიგებას, ეს ქალაქი ყველასია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა და არ წარმოადგენდეს პრობლემას, რაც აღნიშნულ ტერიტორიებზე უდიდესი გამოწვევა იყო. ძალიან დიდ დისკომფორტს წარმოადგენდა, პირველ რიგში, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის და გავლა შეუძლებელი ხდებოდა. შესაბამისად, ეს ყველაფერი მოწესრიგდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, გარე მოვაჭრეებმა ტერიტორიიდან უკანონო კონსტრუქციები არ გაიტანეს.

მიუხედავად იმისა, რომ არაერთი გაფრთხილება იყო მუნიციპალური ინსპექციის მხრიდან, რომ განეხორციელებინათ დემონტაჟი, სამწუხაროდ, ეს თავად არ გააკეთეს და ჩვენ მოგვიწია აღნიშნული ღონისძიების ჩატარება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამ მსოფლიო ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ფეხბურთი ყველასია, მაგრამ გამარჯვება დასავლეთისაა” – ზურაბ...

ფეხბურში მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატი ფართო განხილვის საგანია - მრავალმხრივი...

“გადავწყვიტე, რომ ნანუკა იყოს რეფორმატორთა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტია "ერთიან ნაციონალური მოძრაობაში" დაგეგმილ ძირეულ ცვლილებებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“ერთადერთი დღეს მათ რისიც ეშინიათ, ეს არის სასწორკვეთილი ადამიანების თავგანწირვა” – მერაბ მეტრეველი

საზოგადოებაში შექმნილი განწყობების შესახებ საუბრობს და თავის მოსაზრება-ვარაუდებს გამოთქვამს...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...