საზოგადოებაში შექმნილი განწყობების შესახებ საუბრობს და თავის მოსაზრება-ვარაუდებს გამოთქვამს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
“რაც უფრო მეტად უჭერს დიქტატურა ჭანჭიკებს, ცდილობს ყველა წინააღმდეგობის კერა ჩაახშოს, გააჩინოს განცდა, რომ ის უძლეველია და ვერაფერი შეაჩერებს, რომ ამაო მისი მოშორების ყველა მცდელობა, მით მეტად ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც სასოწარკვეთილ ნაბიჯებზე მიდიან.
არავინ იცის, ეს სასოწარკვეთილი ნაბიჯები კონერტულად რაში გამოიხატება, მაგრამ ის იმიტომაც არის სასოწარკვეთილი ნაბიჯი, რომ აუცილებლად გულისხმობს თავგანწირავას.
ადამიანებს, როდესაც უჩნდებათ განცდა, რომ სასტიკ და საძულველ რეჟიმს ტრადიციული, დემოკრატიული მეთოდებით ვერ დაამარცხდბენ, უძლურების განცდა ახრჩობთ და მერე თავზე ხელს იღებენ.
სწორედ სასოწარკვეთისგან გამოწვეული თავზეხალაღებული ნაბიჯი იყო, რაც ალეკო ელისაშვილმა გააკეთა.
(ასეთი სასოწარკვეთილი ნაბიჯი იყო ჩემთვის 4 ოქოტმბერიც).
ბიძინამ და რეჟიმმა ეს კარგად იციან, ისიც იციან, რომ რაც მეტად მოუჭერენ ჭანჭიკებს და რაც მეტად დათესავენ ადამიანებში უძლურების განცდას, მით მეტი ადამიანი წავა ასეთ თავზეხელაღებულ ნაბიჯზე და სწორედ ამიტომ სჯიან ალეკოს ყველაზე მკაცრი მუხლით. განა მათ არ იციან, რომ ეს ტერორიზმი არაა, მაგრამ შიშს დიდი თვალები აქვს და ფიქრობენ, ეს რომ მსუბუქად დავსაჯოთ, მერე კიდევ უარესად რომ მოვუჭერთ ჭანიჭიკებს, ვიღაცამ უარესი რომ გააკეთოსო? ეს უარესი კი შეიძლება ყველაფერი იყოს.
ამიტომ ცდილობენ ამ განაჩენით ასეთ ადამიანიებში შიში დათესონ, ის კი არ იციან, თუ ადამიანი სასოწრაკვეთამდე მივიდა, მას რომ ვეღარაფით შეაშინებ და ვერაფრით გააჩერებ.
ერთადერთი დღეს მათ რისიც ეშინიათ, ეს არის სასწორკვეთილი ადამიანების თავგანწირვა“, – წერს მერაბ მეტრეველი ფეისბუქის პირად გვერდზე.

