spot_img

დომბა – Bison Bonasus

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა, გაიცანით დომბა – Bison Bonasus:

საქართველოს ველური ბუნების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილი დომბს (ევროპულ ბიზონს) უკავია. ეს წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახიდან, რომელიც დღეისათვის საერთაშორისო სტატუსით მოწყვლადად (VU) ითვლება, ხოლო ჩვენს ქვეყანაში მას ეროვნული სტატუსით რეგიონში გადაშენებულის (RE) კვალიფიკაცია აქვს მინიჭებული.

დომბის ხარის სხეულის სიგრძე 3,5 მეტრამდე აღწევს, ხოლო სიმაღლე 1,6 მეტრია. მათი წონა ძირითადად 700-900 კილოგრამამდე მერყეობს, თუმცა ისტორიულად აღწერილია 1200 კილოგრამიანი გიგანტური ინდივიდებიც. გარეგნულად მათთვის დამახასიათებელია შედარებით გრძელი ბალანი კისერზე, თხემსა და ყელზე. ფური ზომაში შედარებით პატარაა და საშუალოდ 400-600 კილოგრამს იწონის. იგი სქესმწიფობას 3-4 წლის ასაკში აღწევს და ყოველწლიურად ერთ ხბოს იგებს. ეს ცხოველები სოციალურ ჯოგებად ცხოვრობენ, ძირითადად ბალახითა და ფოთლებით იკვებებიან, თუმცა ზამთრის პერიოდში საკვებად აქტიურად იყენებენ ბუჩქებისა და ხეების ყლორტებსა და ხის ქერქს.

წარსულში ეს სახეობა საქართველოში დიდ და მცირე კავკასიონზე გვხვდებოდა. ისტორიული წყაროების მიხედვით, გუმისთის ხეობაში დომბა 1925 წლამდე იყო შემორჩენილი, ხოლო მკვლევარი ბაშკიროვი თვლიდა, რომ 1940 წლამდე სახეობა მცირე პოპულაციების სახით ჯერ კიდევ ბინადრობდა ბზიფის, ფსოუსა და ენგურის ხეობებში. დღეისათვის ეს გიგანტი საქართველოში სრულად გადაშენებულია, თუმცა მისი რეინტროდუქცია და ისტორიულ გავრცელების არეალში დაბრუნება ქვეყნისთვის პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

2026 წლის 1 მაისიდან 2 ივლისის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია 5.2 ათასი ტონა მოცვი, 34.2...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით: 2026 წლის 1...

ბათუმში დამწყები გიდების გადამზადების ინტენსიური კურსი წარმატებით დასრულდა

აჭარაში დამწყები გიდების ინტენსიური გადამზადების პროგრამა დასრულდა. დღეს, აჭარის...

თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა

ვულოცავთ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს. ვუსურვებთ მათ მშვიდობასა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...