spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ჩემი მხარდაჭერისთვის და...

“მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ჩემი მხარდაჭერისთვის და მოგაწოდოთ ჩემს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია” – ელენე ხოშტარია

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, კლინიკა “ვივამედში” გადაყვანიდან ერთი კვირის თავზე, საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ:

მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ჩემი მხარდაჭერისთვის და მოგაწოდოთ ჩემს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

1. უკვე დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა და კლინიკაში გადმოსვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს.

2. მიმდინარეობს ინტენსიური და მაღალკვალიფიციური კვლევები, რომელთა შედეგადაც საბოლოოდ განისაზღვრება მკურნალობა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თანამშრომლობა როგორც პენიტენციურ სამსახურთან, ასევე ვივამედთან არის კონსტრუქციული. ამ ეტაპზე მაქვს ყველანაირი ხელშეწყობა.

3. რა წამს ექიმები დამრთავენ ნებას, რა თქმა უნდა, დავბრუნდები ჩემს “მშობლიურ” რუსთავის ციხეში. და გარეთ გამოვალ ყველა სხვა პოლიტპატიმართან ერთად.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მფარველ ექიმებს: მაკა იოსელიანს და ანი ქავთარაძეს. აგრეთვე, თოდუას კლინიკას თბილი და კვალიფიციური მიღებისთვის“, – აცხადებს ელენე ხოშტარია.
08/07/2026

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

ფადი ასლი: “ბედნიერებას არაფერი აქვს ფულთან საერთო…”

ბიზნესმენ ფადი ასლის პოზიცია-მინიშნებები: "ზოგიერთი ადამიანი იმდენად ღარიბია, რომ არასდროს...

“აფსუებო, თბილისს რომ ემუქრებით, ერთი-ორი დრონი ღიად და საჯაროდ გაუშვით რუსეთის მხარდაჭერის ამბავში უკრაინის...

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დრონების გამოჩენის გამო განგაში გამოცხადდა....

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...