spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"ბაჩანა ახალიასთვის სასჯელის გამოტანით, სასამართლომ, ჩემი აზრით, დაუშვა...

“ბაჩანა ახალიასთვის სასჯელის გამოტანით, სასამართლომ, ჩემი აზრით, დაუშვა ძალიან სერიოზული სამართლებრივი შეცდომა” – გოჩა მირცხულავა

სასამართლოს მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიასთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ეხმაურება ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა და კონკრეტული მინიშნებებით პუნქტობრივ განმარტებებს აკეთებს:

ბაჩანა ახალიასთვის სასჯელის გამოტანით, სასამართლომ, ჩემი აზრით, დაუშვა ძალიან სერიოზული სამართლებრივი შეცდომა. და თუ ეს განაჩენი სწორედ იმ საფუძვლით არის გამოტანილი, რაც დღეს საჯაროდ გავრცელდა, მომავალში იგი შეიძლება თავად ბიძინა ივანიშვილისთვის და დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვისაც იქცეს უმძიმეს იურიდიულ პრობლემად.

ბაჩო ახალაიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რომელიც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.

ფრაზა, რომელსაც ედავებოდნენ, ასეთია: „მე ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს“.

აქ კი რამდენიმე ფუნდამენტური სამართლებრივი კითხვა ჩნდება. პირველი – „მე ვთვლი“ არის ადამიანის შეფასება, შეხედულება, აზრის გამოხატვა. ეს არ არის მოწოდება.

მოწოდება იქნებოდა, მაგალითად: „დავამხოთ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება“ ან „ყველა უნდა გამოვიდეთ და ძალით დავამხოთ ხელისუფლება“.

ეს უკვე იქნებოდა ქმედებისკენ მიმართული მოწოდება.

მაგრამ „მე ვთვლი“ მხოლოდ ავტორის პოზიციის გამოხატვაა და არა სხვისკენ მიმართული მოწოდება.
ეს ორი სრულიად განსხვავებული სამართლებრივი კატეგორიაა.

მეორე – საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ხელისუფლება ეკუთვნის სახელმწიფოს და ხორციელდება კონსტიტუციური ორგანოების მეშვეობით.საქართველოს სამართლებრივ სისტემაში „ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება“ როგორც იურიდიული კატეგორია საერთოდ არ არსებობს. ბიძინა ივანიშვილი არ არის სახელმწიფოს კონსტიტუციური ორგანო.

მაშინ ჩნდება კითხვა: რას ნიშნავს „ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება“? თუ სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს ფრაზა 317-ე მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფო ხელისუფლებას გულისხმობს, მაშინ სასამართლოს პრაქტიკულად მოუწია „ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების“ გაიგივება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებასთან.

სწორედ აქ ჩნდება ყველაზე სერიოზული პრობლემა. რადგან ასეთ შემთხვევაში სასამართლო ფაქტობრივად იმგვარ სამართლებრივ კონსტრუქციას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ხელისუფლება კონკრეტულ კერძო პირთან ასოცირდება.

თუ ეს ასე არ არის, მაშინ სასამართლომ უნდა განმარტოს, რატომ მიიჩნია, რომ ფრაზა „ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება“ სწორედ იმ სახელმწიფო ხელისუფლებას გულისხმობს, რომლის დამხობისკენ მოწოდებასაც 317-ე მუხლი კრძალავს.

და ბოლოს. მაშინაც კი, თუ ვინმეს ეთქვა: „დავამხოთ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება“, სამართლებრივი კითხვა მაინც იგივე დარჩებოდა: რომელია „ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება“?

საქართველოს კონსტიტუცია ასეთ ცნებას არ იცნობს. საქართველოს ჰყავს საქართველოს ხელისუფლება – არა რომელიმე კერძო პირის ხელისუფლება. სწორედ ამიტომ, თუ მართლაც მხოლოდ ეს ფრაზა გახდა 317-ე მუხლის გამოყენების საფუძველი, სასამართლოს დასაბუთება საზოგადოებას ძალიან მკაფიოდ უნდა აუხსნას: რატომ მიიჩნია, რომ შეფასება არის მოწოდება; და რატომ მიიჩნია, რომ „ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება“ სამართლებრივად იმავე მნიშვნელობისაა, რაც საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლება.

სამართლებრივ სახელმწიფოში თავისუფლების აღკვეთის საფუძველი არ შეიძლება იყოს ბუნდოვანი ტერმინები ან გაფართოებითი ინტერპრეტაცია. როდესაც საქმე ადამიანის თავისუფლებას ეხება, სისხლის სამართლის ნორმები უნდა განიმარტოს მკაცრად, ზუსტად და პროგნოზირებად. სწორედ ამიტომ ამ საქმეზე დასმული კითხვები მხოლოდ ბაჩო ახალაიას საქმეს აღარ ეხება – ისინი ეხება იმასაც, როგორ ესმის სასამართლოს სახელმწიფოს, ხელისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების საზღვრები“, – წერს გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“პოლიციელის ჩვენებით, 28 ნოემბერს, აქციაზე, გიორგი ვაშაძე იღიმებოდა…” – გიორგი ვაშაძე

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ოპოზიციონერი ლიდერების სასამართლო პროცესებს პერიოდულად ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...