ქართველი პოეტის, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი დირექტორის, გიორგი კეკელიძის ორიგინალური რომანტიკული განწყობა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში, ლიტერატურული მერაფორის ფონზე:
“ცაში ზარმაცი ღრუბელი კარგა ხანი იწვა და მერე, როცა ღრუბელი ნამზეურივით აიქერცლა, ზღვა დავინახე. ზღვა კანადური კატის ზურგს ჰგავდა – თხელი, უბოლოო ტალღები, როგორც კანის ნაკეცები, ისე თრთოდნენ.
თვითმფრინავმა თურქეთის მიწისკენ ჩაყვინთა.
კი. უცნაური სასჯელია პოეტად ყოფნა – სამყაროს, როგორც მეტაფორას ისე უყურებ.
და ეს ყველაფერი ფიქრის გაჩენასთან ერთად დაიწყო. მაშინ, როცა შენი სახლის ჭერზე ნაჟონ წვიმას ჯუნგლები მოეხატა და შენ თუთიყუშის ხმებს ისე უსმენდი, რომ არც თუთიყუში გენახა და არც მისი ხმა მოგესმინა სადმე“, – წერს გიორგი კეკელიძე.

