spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დიახ, ამ "აკაცუკების" მიღებაზე მიწვევა იყო საელჩოს ჟესტი,...

“დიახ, ამ “აკაცუკების” მიღებაზე მიწვევა იყო საელჩოს ჟესტი, თუ გნებავთ ფარული დემარში და “აკაცუკებისადმი” მხარდაჭერის დაფიქსირებაც” – ზაალ ანჯაფარიძე

აშშ-ს საელჩოში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებაზე ცალკეული პირების მიწვევას, გარკვეული უკმაყოფილებით და მძიმე მინიშნებებით, ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე:

კითხვები და აღშფოთება გამოწვია აშშ-ს საელჩოს ოფიციალურ მიღებაზე ზოგიერთი მიწვეული ქართველი სტუმრის ვინაობამ და სიტუაციისთვის შეუფერებელმა ჩაცმულობამ, ტანსაცმელზე პროვოკაციული წარწერით, რომ ქუჩის აქციების სულისკვეთება საელჩოს ტერიტორიაზეც შეეტანათ.

რატომ და როგორ მოხვდნენ რადიკალური აქციების მონაწილეები და რადიკალი ენჯეო ლიდერები მოწვეულთა სიაში?

ჩემი აზრით, იმიტომ, რომ ჯერ ერთი ამ აქციების უკან დიდი ალბათობით საელჩოც იდგა და ეს ხალხი მათთვის ფასეული რესურსია. მეორე, ამ ხალხის მოწვევით მათ თავისებური გზავნილი გაუგზავნეს ხელისუფლებას, რომელიც ეხლა მათთან ურთიერთობების გადატვირთვას ცდილობს და სრული შემადგენლობით დაესწრო საელჩოს მიღებას, რაც შარშან და შარშანწინ არ მომხდარა.

დიახ, ამ “აკაცუკების” მიღებაზე მიწვევა იყო საელჩოს ჟესტი, თუ გნებავთ ფარული დემარში და “აკაცუკებისადმი” მხარდაჭერის დაფიქსირებაც.

ასე რომ, ნუ დავხუჭავთ ფართოდ თვალებს!” – წერს სოციალურ ქსელში ზაალ ანჯაფარიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ერთი რამე, რაზეც არის აქ საუბარი, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან, რომ...

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში პოლიტიკური ჯგუფის ALDE-ს ყრილობა მიმდინარეობს, სადაც...

“ფაქტი ისაა, რომ რუსმა მოკლა ქართველი სამხედრო პირი. დანარჩენი გასარკვევია” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი, თბილისში მომხდარ ტრაგიკულ...

“ნაციონალურ მოძრაობას” პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ – კარგად ვიცით, რომ ყველაფერს წყვეტს ერთი ადამიანი”...

„ნაციონალურ მოძრაობას“ რა მდგომარეობა ექნება შიგნით, ვინ რა განცხადებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“ერთი რამე, რაზეც არის აქ საუბარი, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან, რომ...

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში პოლიტიკური ჯგუფის ALDE-ს ყრილობა მიმდინარეობს, სადაც...