spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არანაირი თანამდებობა არ მჭირდება იმისათვის, რომ ვემსახურო ჩემს...

“არანაირი თანამდებობა არ მჭირდება იმისათვის, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს!” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის მორიგი პოლიტიკური შეფასებები ვრცელდება სოციალური ქსელის მეშვეობით, კონკრეტული განმარტებებით და მინიშნებებით:

რადგან საინტერესოა, გიპასუხებთ!

ჩემთვის სტატუსი და თანამდებობა ენმ-ში არის ხალხის სიყვარული, სითბო, ნდობა, მათი დამოკიდებულება. გულწრფელად ვფიქრობ, რომ ამ სიყვარულსა და ნდობაში ახლაც ბევრი ვერავინ შემეცილება.

შესაბამისად, ეს არის ჩემი სტატუსი და თანამდებობა ენმ-ში.

შიდა არჩევნებში 25 ათასი ხმა მივიღე და ისე გავიმარჯვე! ამდენ ხმაზე შიდა არჩევნებში კი არა, პარტიები ეროვნულ არჩევნებში ოცნებობენ.

კიდევ ბევრი დრო დასჭირდება, რომ ამხელა ნდობით, მანდატითა და შიდა დემოკრატიით აირჩიონ “ლიდერი”.

მაშინაც ეს პოზიცია მქონდა და ახლაც ასე ვფიქრობ.

არჩევნების დროსვე განვაცხადე, რომ ამ პარტიის უპირობო ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი და რადგან ის ტყვეობაშია, მხოლოდ ამიტომ ვმონაწილეობდი არჩევნებში და არა რაიმე ამბიციების გამო.

2024 წელს, როდესაც არჩევნები ახლოვდებოდა და ამასობაში სახის ძვლები დამილეწეს, ღმერთის წყალობით ინვალიდობას გადავრჩი, სწორედ მაშინ დადგა ოპოზიციის გაერთიანების საკითხი.

შიდა საუბრებში სხვა ოპოზიციონერები, ჩემთან ერთად, კოალიციას სკეპტიკურად უყურებდნენ. ჩემი „დონე“ არ მოსწონდათ. 🙂

ამასთან, ივანიშვილის ქოცპროპაგანდა დილა-საღამოს მებრძოდა, მაშავებდა, ხოლო ამ ყველაფერს ოპოზიცია შიგნით იყენებდა და ცხადია ეს საკითხი მარტივად გადავწყვიტე. თანამდებობა, საარჩევნო სია (სადაც მეთოთხმეტე ვიყავი) ჩემთვის მეათეხარისხოვანი იყო. შესაბამისად, საერთო საქმისთვის გავიწიე.

თუ მე ვიყავი პრობლემა, რომ ბიძინაზე გაგვემარჯვა და ერთობა ყოფილიყო, აბა, ამ საკითხს როგორ დავაყენებდი კითხვის ნიშნის ქვეშ?! ხო და ხუთ წუთში ვთქვი, რომ მე გავიწევი და აგერ ბურთი და აგერ მოედანი. ცხადია, „მე“ მიზეზი ვიყავი, თორემ არავინ არსად არ გაერთიანდა…

მიკროფონებისთვის იომეს და საბოლოოდ ყველა ციხეში გაგვაერთიანა ბიძინამ.🙂

არც მომავალში ვაპირებ, რაიმე პროცესში შემაფერხებელი ვიყო. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ძალიან ძლიერად ვგრძნობ თავს და ისიც ვიცი, ენმ-სთან და ხალხთან ერთად, როგორ მივიყვან ბრძოლას
ბოლომდე.

არანაირი თანამდებობა არ მჭირდება იმისათვის, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს! მე ვარ მოსამსახურე ჩემი ხალხის და შესაბამისად მათი სიყვარული და ნდობა არის ჩემი უმაღლესი თანამდებობა!

ერთადერთ რამეზე მაქვს “პრეტენზია”, მაქვს ამბიცია, რომ ბევრი ვერ შემეჯიბრება საქმეში, ბრძოლაში და ხალხის ჩემდამი დამოკიდებულებაში. საერთოდ არ მგონია ახლა ეს საკითხი საინტერესო, განსახილვევი, მაგრამ რადგან ჩემგან დამოუკიდებლად აქტუალური გახდა ეს თემა, მეც გაგიზიარეთ ჩემი პოზიცია.

და მაინც, საქმეს მივხდოთ, საქმეს“, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“0%-იანი განვადება – მითი თუ რეალობა?” – გიორგი კეპულაძე

ეკონომიკის დოქტორი, ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ერთ-ერთი დამფუძნებელი და...

“ჩხუბი ქუჩაში მოსულა და თუ თავი გვაქვს, იქ ვიჩხუბოთ😊” – ლელა ჯეჯელავა

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, პირდაპირი მინიშნებებით და კონკრეტული შეთავაზებით,...

“საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე...

“ეს სამარცხვინო ცემა-ტყეპა სიყვარულის ენით იყო გაჯერებული, მაინტერესებს?” – ბაჩანა შენგელია

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას კონკრეტული პოზიციით და (არა)რიტორიკული შეკითხვით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

“ირაკლი კობახიძეს თუ დავუჯერებთ, საქართველო გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოში რევოლუციების მცდელობებთან დაკავშირებით,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“ჩემი უკიდურესად მოკრძალებული აზრი ამ უსაგნო, უაზრო და არაფრისმომცემ დისკუსიაზე, რომელიც ენმ-ის ალიანსში დარჩენას...

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური გზავნილები...

“კარგი შვილი ხარ! მარტო მშობლებისთვის არა… საქართველოს კარგი შვილი ხარ!” – ხათუნა ხოფერია ცოტნე...

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია განსაკუთრებით პოზიტიურ...