spot_img
მთავარისხვადასხვასაბედისწერო შეცდომა შეიძლება აღმოჩნდეს რეალობის არასწორად აღქმა -...

საბედისწერო შეცდომა შეიძლება აღმოჩნდეს რეალობის არასწორად აღქმა – თაკო ჩარკვიანი

პარტია “კანონის და სამართლის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება, პოლიტიკურ პარტნიორებს მოუწოდებს ყველა საკითხის დიალოგის რეჟიმში გადაწყვეტისკენ და არასასურველად მიაჩნია ე.წ. იმპერატიული ტონი:

კოლეგებო მინდა შეგახსენოთ, რომ ეგ იმპერატიული ტონია – ტონალობა, რომელსაც ოლიგარქი-ფეოდალი ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებს. რას ნიშნავს “არ განიხილება, არც ახლა და არც მომავალში”?!

არა ასეთი აპრიორი სამომავლო იმპერატიულობა ჩაკეტვა – ასეთი ტონალობა არა!!! თუ ძალა ერთობაშია და უეჭველად არის, იმპერატიულობა გადავდოთ, კარგს არაფერს მოუტანს პროცესს!!!

ბევრი სიტყვაა საბედნიეროდ ქართულში, აი მაგალითად: ვისაუბრებთ, განვიხილავთ, შევაჯერებთ, აზრს გავცვლით, სხვა ალტერნატივას შემოვიტანთ, ვიმსჯელებთ და რა ვიცი კიდევ, რამდენიც გინდათ…

დემოკრატიულია უფრო ვფიქრობ, ვფიქრობ ასე აჯობებს, რადგან ძალა ერთობაშია ცხადია და პროცესისთვის და გამარჯვებისთვის, რაც უკეთესი იქნება, რა თქმა უნდა იმას მივემხრობით, რათა დასავლური ღირებულებების ერთგულად დავრჩეთ!

ვისაუბროთ და დავარწმუნოთ ერთმანეთი, რადგან კიდევ ერთი მარცხი-წაგება საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს და ამ “იმპერატიულობით“ ოლიგარქი ივანიშვილი, პუტინივით “დაგვირჩეს”! მგონია, რომ პარტნიორზე სიტყვა “არასოდეს” არ უნდა გამოიყენო (ასე ვფიქრობ), მით უფრო თუ ეს პარტნიორი, იმ ღირებულებების ერთგულია რისთვისაც “ძალა ერთობაშია” იბრძვის ამდენი ხანია. მე ვცდილობ და მომავალშიც შევეცდები დაგარწმუნოთ, რომ საბედისწერო შეცდომა შეიძლება აღმოჩნდეს რეალობის არასწორად აღქმა,

ვიმსჯელოთ, რომ ნაღდი გამარჯვება დავდოთ-ჩემი აზრია...🙏✌️” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...