spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას...

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ ბევრი მისმენს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს 30 ივნისს ტვ “პირველზე” ინგა გრიგოლიას “რეაქციაში”:

დღეს ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” პირველად გავა ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც ბევრ ახალს გაიგებთ და ასევე დეტალურად ვყვები ჩვენი ბრძოლის ჩემს ხედვას. ენის მოუჩლექავად აღვწერ დიდ საფრთხეებს, ასევე აქაურ პოლიტიკაზეც ვსაუბრობ.

საქართველოში პოლიტიკური პროცესის მთავარი პრობლემაა, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი, ნაწილობრივ დაემსგავსა ქოცებს, ვინაიდან, როგორც ქოცებს, მათაც აკლიათ გულწრფელობა, გამჭვირვალობა და იყენებენ ორმაგ სტანდარტებს. ამით აიხსნება ერთი პერიოდი, სრულიად მიუღებელი აღტკინება სალომე ზურაბიშვილით, რომელიც თავიდანვე პრეზიდენტად დაასახელეს იმ აქტიური კამპანიის გამო, რომელიც მან ევროპაში ჩაატარა, საქართველოს ომში დადანაშაულებით და რომლის პრეზიდენტად თავსმოხვევა მოხდა ძალადობით (რასაც შეეწირა ია კერზაია), მოსყიდვით, გაყალბებით.

ასევე, დღეს ოპოზიციის ერთი ნაწილი რომ აცხადებს, რომ ერთიანობის ჩამშლელია ნაცმოძრაობა და ჩემი გამონათქვამები, ე.ი. მათ ერთიანობას ივანიშვილის ქისებთან, გილაურებთან და ზოგადად საბანკო ოლიგარქებთან, ყველა შეკვეთის შემსრულებელ ბოკერიებთან, თურმე მე ვუშლი ხელს და ამიტომ ვერ უტევენ უფრო მკვეთრად დიქტატურას (სხვათა შორის სიტყვა “დიქტატორის” გამოყენებასაც ვეღარ ბედავენ და ამიტომ მათ ისეთივე სურვილი აქვთ, როგორც ივანიშვილს და შეიძლება მეტიც კი, რომ გავჩუმდე.

მაგრამ მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ ბევრი მისმენს. მოკლედ უყურეთ ინგა გრიგოლიას! 😎” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ირაკლი კობახიძეს თუ დავუჯერებთ, საქართველო გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოში რევოლუციების მცდელობებთან დაკავშირებით,...

“ეკონომიკური პროპაგანდით რომ მაცივარი ივსებოდეს, რა უჭირდათ რეჟიმებს და ბიუჯეტის ქურდებს 😁” – ნიკა...

კონკრეტული ეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, მმართველი გუნდის წარმატებებზე ცალკეულ შეფასებებთან...

“მთავრობამ მოსახლეობის აღწერის შედეგები გააყალბა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს სტატისტიკის...

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“ჩხუბი ქუჩაში მოსულა და თუ თავი გვაქვს, იქ ვიჩხუბოთ😊” – ლელა ჯეჯელავა

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, პირდაპირი მინიშნებებით და კონკრეტული შეთავაზებით,...

“თურმე, ქოლ-ცენტრების საქმეს იმიტომ ვიძიებდი, რომ კონკურენტების ჩაძირვა და “კადრების გადმობირება” მინდოდა, ეს იგივეა...

პროკურატურის ბრალდებებს კონკრეტული პარალელებით და მინიშნებებით პასუხობს "ქრონიკა +"-ის...

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

ია ანთაძე: “ვერ გატეხთ ელენეს და ვერც მოკლავთ!”

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალისტი ია ანთაძე ემოციურ შეფასებებს აკეთებს...