spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რთულია, როდესაც სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ თავშეკავებულობა მნიშვნელოვანია"...

“რთულია, როდესაც სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ თავშეკავებულობა მნიშვნელოვანია” – კახა კალაძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე

ჩვენ, პოლიტიკოსებს შეიძლება პრინციპულად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადავიდეთ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, არ არის მისასალმებელი ის ფაქტი, რაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტში მოხდა.

ნამდვილად არ იყო სასიამოვნო სანახავი ის, რაც პარლამენტში მოხდა. ვფიქრობ, ეს არ არის ის, რასაც საზოგადოება ითხოვს. ჩვენ, პოლიტიკოსებს შეიძლება პრინციპულად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადავიდეთ. ყველამ პატივი უნდა სცეს პარლამენტის ინსტიტუტს. უმჯობესია ურთიერთობები პოლიტიკურ და საქმიან დისკუსიაში გადაიზარდოს და არა სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, რაც ძალიან ცუდი ფაქტი იყო და ნამდვილად არაა მისასალმებელი.

მე არც პროკურორი ვარ, არც გამომძიებელი და დეტალებში ვერ შევალ, ვინ დაიწყო და რა მოხდა. საზოგადოებამ ყველაფერი კარგად დაინახა. მინდა კიდევ ერთხელ ყველას მივმართო – მესმის, რომ ქართველები ვართ, ემოციურები ვართ, მესმის, რომ რთულია, როდესაც სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ თავშეკავებულობა მნიშვნელოვანია. ჩვენ საზოგადოების წინაშე დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული და ამ ყველაფერზე მაღლა უნდა დავდგეთ. ზოგადად სხვა ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებშიც ხდება მსგავსი ინციდენტები და არ არის სასიამოვნო საყურებელი. სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტი ჩვენთანაც მოხდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თვილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ასეთი მხარდაჭერა მე მმატებს ენერგიას, გამძლეობას და მხნეობას” – გიორგი ჩახუნაშვილი

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის პირველი წერილი საპატიმროდან, ემოციური...

“ჩხუბი ქუჩაში მოსულა და თუ თავი გვაქვს, იქ ვიჩხუბოთ😊” – ლელა ჯეჯელავა

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, პირდაპირი მინიშნებებით და კონკრეტული შეთავაზებით,...

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“ეს სამარცხვინო ცემა-ტყეპა სიყვარულის ენით იყო გაჯერებული, მაინტერესებს?” – ბაჩანა შენგელია

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას კონკრეტული პოზიციით და (არა)რიტორიკული შეკითხვით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“ჩხუბი ქუჩაში მოსულა და თუ თავი გვაქვს, იქ ვიჩხუბოთ😊” – ლელა ჯეჯელავა

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, პირდაპირი მინიშნებებით და კონკრეტული შეთავაზებით,...

“თურმე, ქოლ-ცენტრების საქმეს იმიტომ ვიძიებდი, რომ კონკურენტების ჩაძირვა და “კადრების გადმობირება” მინდოდა, ეს იგივეა...

პროკურატურის ბრალდებებს კონკრეტული პარალელებით და მინიშნებებით პასუხობს "ქრონიკა +"-ის...

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

ია ანთაძე: “ვერ გატეხთ ელენეს და ვერც მოკლავთ!”

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალისტი ია ანთაძე ემოციურ შეფასებებს აკეთებს...