პარასკევი, აგვისტო 1, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპირბადის ტარების წესის დარღვევისთვის შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უნდა...

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უნდა იყოს გათვალისწინებული – ანრი ოხანაშვილი

საქართველოს პარლამენტში მუშავდება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც შესაძლოა პირპადის ტარების წესის დარღვევაზე სანქციები განისაზღვროს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი განმარტავს, რომ თუ იქნება დარღვევა სახელმწიფომ უნდა მოახდინოს რეაგირება, თუმცა სანქცია უნდა იყოს რაციონალური და არ დააწვეს მძიმე ტვირთად მოსახლეობას:

ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ინტენსიურად ვმართავთ კონსულტაციებს, ვამუშავებთ პროექტს, პირბადები არის სავალდებულო, თუ პირბადის ტარების წესს დაარღვევენ, რა თქმა უნდა ამისათვის უნდა იყოს გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. სანქცია უნდა იყოს რაციონალური და არ უნდა იყოს ისეთი, რომ მძიმე ტვირთად დააწვეს საზოგადოებას.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით მივუდგეთ ამ საკითხს. ის კამპანია, რომელიც ცნობიერებისათვის არის საჭირო, რომ ეს ვირუსი არსებობს, არ გამქრალა და შეიძლება შემდგომი აფეთქების რისკებიც იყოს.

ამიტომ, ჩვენ, თუ ასე მივუდგებით და ჩვენი ყველას მიზანი იქნება, რომ ერთმანეთის ჯანმრთელობა და სიცოცხლე დავიცვათ, მე მგონია, რომ საქნციაზე მეტი არის პასუხისმგებლობა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გაგვაჩნია.

ამიტომ იმედი გვაქვს, რომ მეტი პასუხისმგებლობით მივუდგებით ამ საკითხს, თუმცა იქნება შემთხვევები, სადაც საჭირო იქნება სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება,“ – აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სუს-ის განსაკუთრებული გააქტიურება, რა თქმა უნდა, უკავშირდება ჩვენს მზარდ რეიტინგს” – თინა ბოკუჩავა

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

“დღეს პოლიციელები ხალხისთვის არიან ყველაზე საძულველი ჯგუფი თუ დაჯგუფება” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია პოლიციელებთან დაკავშირებით მძიმე შეფასებებს აკეთებს: "დღეს პოლიციელები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...