spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი...

“რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი გითხრათ არ ვიცი, მაგრამ წმინდა თეორიულადაც კი არის მხოლოდ სამი ვარიანტი” – დავით ზურაბიშვილი

პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე, შემდგომ მმართველი პარტიის პოზიციებს სიტუაციის განვითარებასთან დაკავშირებით და საბოლოოდ შექმნილ შექმნილ რეალობაზე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, პუნქტობრივ ვარაუდებს გამოთქვამს პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი:

პარლამენტის სხდომათა დარბაზში გავეშებული ოცნების დეპუტატები ოპოზიციონერ კოლეგას ჯერ კიდევ სცემდნენ, როდესაც ტვ. იმედმა ქარდი გამოდო და გახარიას პარტიას დააბრალა ჩხუბის პროვოცირება.

ოდნავ მოგვიანებით იგივე გაიმეორა ევროკავშირის რისხვამ და ბრიუსელის ღამის კოშმარმა, შალვა პაპუაშვილმა, უკადრებელი იკადრეს გახარიას მომხრეებმა და ქართველი კაცი ღირსების შეურაცხყოფას არავის პატიობსო.

მერე იყო და მთელი სახელისუფლო პროპაგანდა ჩხუბის კადრების ფრაგმენტული ჩვენებით ცდილობდა ისეთი სურათის წარმოჩენას, თითქოს შეხლა-შემოხლა ოპოზიციონერებმა დაიწყეს და როგორც ერთ-ერთმა მოძალადე დეპუტატმა თქვა, “უმრავლესობა ძირითადად აშველებდა“.
ხელისუფლების პროპაგანდისტები, ტროლები, ბოტები და მათთან გათანაბრებული უძირო ქოცებიც რასაკვირველია, ყველაფერს წყეულ ოპოზიციას აბრალებდნენ და თან ნიშნის მოგებით გვეუბნებოდნენ, ეგრე მოგიხდებათ თქვენ, ენას რომ არ აჩერებთო.

და დღეს, ჰოი საკვირველებავ, გადმოდგნენ ეს მუშტიქნევია დეპუტატები და ერთი-მეორის მიყოლებით, ბოდიშს ვუხდით საზოგადოებას, არ უნდა გვექნა ეს ცუდი საქმე და საერთოდ ეს არაა ჩვენი სტილიო.

რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი გითხრათ არ ვიცი, მაგრამ წმინდა თეორიულადაც კი არის მხოლოდ სამი ვარიანტი.

ა) თავად მიხვდნენ, რომ შეეშალათ და ნანობენ;
ბ) ბიძინამ დატუქსა;
გ) გამოკითხვამ აჩვენა, რომ ხელისუფლების მომხრეებში და ნეიტრალურად განწყობილებში უპირატესად ნეგატიური რეაქცია გამოიწვია ოცნების დეპუტატთა საქციელმა.

მე პირადად ვიხრები უფრო “გ” ვარიანტისკენ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ გამოკითხვის შედეგების გაცნობის შემდეგ “ბ” ვარიანტიც მომხდარიყო.

ვარიანტი “ა”, რასაკვირველია, გამორიცხულია. უბრალოდ წმინდა ინტელექტუალური კეთილსინდისიერების ამბავში დავწერე, როგორც თეორიული დაშვება“, – წერს დავით ზურაბიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მოზარდებისთვის არაერთ პროგრამას ახორციელებს – კახა კალაძის განმარტებები

დედაქალაქის მერია თბილისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან...

“ვისაც გაინტერესებთ, მე და თიკა ახლო მეგობრებად ვრჩებით…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განსაკუთრებით პოზიტიური პოზიცია-შეფასებები თინა ბოკუჩავასთან დაკავშირებით, კონკრეტული...

“ეს საქმე მთლიანად აგებულია სიცრუეზე და ღალატზე! ორპირობაზე და ზურგში დანის ჩარტყმაზე” – დათო...

გლდანის საპატიმროდან "ბაციონალური მოძრაობის" წევრის დათო დიღმელაშვილის მიერ გამოგზავნილი...

“სამარცხვინოა, პირველ რიგში, ქართველი კაცების დუმილი და კიდევ “ქოცობა” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის...