spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კობახიძემ პარლამენტში კიდევ ერთხელ განავითარა ორი პარალელური "ლოგიკური"...

“კობახიძემ პარლამენტში კიდევ ერთხელ განავითარა ორი პარალელური “ლოგიკური” ხაზი, რომლებსაც “ქართული ოცნება” ბოლო წლებია ავითარებს” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის პარლამენტში გამოთქმულ მოსაზრებებს კონკრეტული მინიშნებებით და (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება:

კობახიძემ პარლამენტში კიდევ ერთხელ განავითარა ლოგიკა – უფრო სწორად, ორი პარალელური „ლოგიკური“ ხაზი, რომლებსაც „ქართული ოცნება“ ბოლო წლებია ავითარებს.

1. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის ტრადიციული სატრანზიტო მარშრუტები ჩაიკეტა და ევროპისთვის ერთადერთ მთავარ უსაფრთხო გზად დარჩა შუა დერეფანი საქართველოს გავლით. ამიტომ, მათი თქმით, ევროპას საქართველო ძალიან სჭირდება – იმდენად, რომ ჩვენ თითქოს უფრო მნიშვნელოვანი ვართ ევროპისთვის, ვიდრე ევროპა ჩვენთვის.

2. იმავე ომის დაწყების შემდეგ, იგივე ევროპა, „დიფ სთეითთან“ ერთად, საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს, გვთხოვდა „მეორე ფრონტის“ გახსნას და ქართულ ოცნებას სწორედ მას შემდეგ გადაეკიდა, რაც ის არ დანებდა, საქართველო რუსეთთან ომში არ ჩართო და ქვეყანაში „ცეცხლი არ ააგიზგიზა“.

ამოცანა გვეკითხება:
თუ საქართველო ევროპისთვის პრაქტიკულად ერთადერთ უსაფრთხო სატრანზიტო დერეფანად დარჩა რეგიონში, რატომ უნდოდა ევროპას ამ უსაფრთხო დერეფნის ომის ზონად გადაქცევა და დესტაბილიზაცია?

სად კვეთს ეს ორი “ლოგიკური ხაზი“ ერთმანეთს?

ვინც ამ კთხვაზე სწორ პასუხს გასცემს, საჩუქრად გადაეცემა მარგარიტა სიმონიანის წიგნი ავტოგრაფით“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ირაკლი კობახიძე: “ევროპარლამენტის საქმე არ არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილების შეფასება”

საქართველოს მმართველ გუნდთან მიმართებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ მწვავე კრიტიკულ...

“ვისაც გაინტერესებთ, მე და თიკა ახლო მეგობრებად ვრჩებით…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განსაკუთრებით პოზიტიური პოზიცია-შეფასებები თინა ბოკუჩავასთან დაკავშირებით, კონკრეტული...

“მიშა და დემოკრატიული მმართველობა შეუთავსებელია. სასულთნოა. სასულთნოც შეიძლება მოსწონდეს ვიღაცას” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...

“დამყარდა კარგა ხანია საქართველოში რუსულ-ბელარუსული დიქტატურა, თუმცა მოსახლეობაში ამის მკაფიო, სრულად მომცველი აღქმა არ...

საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებს ეხმაურება ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას”...