spot_img
მთავარიანალიტიკა"0%-იანი განვადება - მითი თუ რეალობა?" - გიორგი...

“0%-იანი განვადება – მითი თუ რეალობა?” – გიორგი კეპულაძე

ეკონომიკის დოქტორი, ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე კონკრეტულ შეფასებებს და განმარტებებს აკეთებს განვადების თემაზე:

ამ ზაფხულს სითბო კი მოგვენატრა, მაგრამ ბოლო დღეებში მაგრად რომ დაცხა, ვეღარ გავუძელი და გადავწყვიტე კონდიციონერი მეყიდა. ჯერ ონლაინ ვარჩიე, შემდეგ მივედი ტექნიკის მაღაზიაში. ის მოდელი, რომელიც მომეწონა 1500 ლარი ღირდა. ერთიანად ამ თანხას ვერ გადავიხდიდი, არც 4 თვეზე გაყოფა მაწყობდა, ამიტომ გადავწყვიტე, უკვე დამტკიცებული განვადებით მესარგებლა.

განვადების შემთხვევაში კონდიციონერის ფასი ცოტათი გაიზარდა, 1600 ლარი გახდა. ეს დაახლოებით 7%-იანი ფასნამატია, რომელსაც თავად სავაჭრო ობიექტები ამატებენ, თუ ნივთის ღირებულებას მთლიანად ვერ ფარავთ. შემდეგ დარჩენილ თანხას მცირე საკომისიოც დაემატა და გადანაწილდა 12 თვეზე. საბოლოო ჯამში, განვადებით კონდიციონერის შეძენა, დაახლოებით 200-250 ლარით უფრო ძვირი დამიჯდა, თუმცა მიღირდა, რადგან უკვე საკმაოდ ცხელოდა, მე კი თანხის მოგროვებას ვერ დაველოდებოდი.

განვადება მარტივი, კომფორტული პროდუქტია, მოგეწონა რამე ნივთი, დიდი დრო არ გჭირდება, მალევე ყიდულობ. თუმცა, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ყველა ის ხარჯი, რაც ამ სესხს ახლავს. ეს ძირითადად არის მაღაზიისგან ფასნამატი და ბანკის საკომისიო, რაც საბოლოო ჯამში ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს გვაძლევს.

ამიტომ გვახსოვდეს, 0%-იანი განვადება არის მითი, პროდუქტს ემატება მაღაზიისგან ფასნამატი და საკომისიო ბანკისგან. ნომინალური პროცენტი შეიძლება მართლაც 0 იყოს, რადგან თანხა 12 თვეზე თანაბრად ნაწილდება, მაგრამ სესხთან დაკავშირებული ხარჯების გამო ეფექტური განაკვეთი თითქმის 25% გამოდის.

ერთიც უნდა აღვნიშნო, 0%-იანი განვადების მარკეტინგულ ხრიკს ბანკები კომუნიკაციაში უკვე კარგა ხანია აღარ იყენებენ“, – განმარტავს გიორგი კეპულაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მოზარდებისთვის არაერთ პროგრამას ახორციელებს – კახა კალაძის განმარტებები

დედაქალაქის მერია თბილისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან...

“ახლა მოდუნების კი არა, მობილიზების, ურთიერთ თავდასხმების კი არა, სამიზნის გასწორების, ხელის ჩამოშვების კი...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოლიდარობას უცხადებს ელენე ხოსტარიას,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

“დამყარდა კარგა ხანია საქართველოში რუსულ-ბელარუსული დიქტატურა, თუმცა მოსახლეობაში ამის მკაფიო, სრულად მომცველი აღქმა არ...

საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებს ეხმაურება ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას”...

“ვხედავ რა ამ სასიკვდილო საფრთხეს, უარს ვამბობ დადგენილ სათამაშო წესებზე და ხმამაღლა მინდა ვიყვირო:...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს ისტორიიდან,...

“ელენე ხოშტარიას ტუსაღობა ერთდროულად არის სირცხვილიც, ამორალურიც და დანაშაულიც” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მწვავე პოზიციას აფიქსირებს “კოალიცია ცვლილებებისთვის” და...

ბათუმში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის მასტერკლასები ჩატარდა

ბათუმში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი მასტერკლასები და პროფესიის...