რამდენიმე დღის წინ, თბილისის ერთ-ერთ სკვერში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც 14 წლის მოზარდს მოსასვენებელი სკამი დაეცა და ამჟამად საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება, კონკრეტული ფაქტების გახსენებით და მწვავე შეფასებებით ეხმაურება პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე ანა დოლიძე:
“ახლა ბავშვს დაეცა საქანელა სკვერში. არადა ჯერ კიდევ ვაკის პარკის შადრევნია ტრაგედიის შემდეგ შევიტანეთ მერიაში წინადადება პარკების უსაფრთხოების აუდიტის შესახებ.
ეს იყო გეგმა, გამოცდილი მსოფლიოში, პარკების უსაფრთხოება როგორ უნდა ყოფილიყო დაცული.
თუმცა კორუფციაში ჩაძირულ მთავრობას რაში აინტერესებს ხალხი და მათი ბავშვები. იქით საქართველოში მილიონერი პარლამენტარებისთვის მანქანების ყიდვით არიან დაკავებულნი“, – წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.

