მიხეილ სააკაშვილის განსაკუთრებით პოზიტიური პოზიცია-შეფასებები თინა ბოკუჩავასთან დაკავშირებით, კონკრეტული მინიშნებებით:
“ვისაც გაინტერესებთ, მე და თიკა ახლო მეგობრებად ვრჩებით და მე არასდროს მავიწყდება რომ მან და ზაზა ბიბილაშვილმა, თავისი ხმებით, პოლიტსაბჭოს სხვა წევრებთან ერთად, გადაარჩინეს “ნაციონალური მოძრაობა” ბოკერიების კარგად დაფინანსებული ჯგუფის მიერ მიტაცებისგან.
მე თიკას უზომოდ მადლობელი ვარ, რომ სამი შვილის, მათ შორის, ჩვილი ტყუპების დედამ, მთელი ენერგია ჩადო ენმ-ში, ბოლო წლებში. ჩვენ, მასთან ერთად, ძალიან დიდი საქმეები გვაქვს წინ“, – აცხადებს მიხეილ სააკასვილი.

