spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ეს საქმე მთლიანად აგებულია სიცრუეზე და ღალატზე! ორპირობაზე...

“ეს საქმე მთლიანად აგებულია სიცრუეზე და ღალატზე! ორპირობაზე და ზურგში დანის ჩარტყმაზე” – დათო დიღმელაშვილი

გლდანის საპატიმროდან “ბაციონალური მოძრაობის” წევრის დათო დიღმელაშვილის მიერ გამოგზავნილი წერილები გამოქვეყნდა, ფეისბუქის პირად გვერდზე, სადაც ემოციურად მიმართავს თავის მეგობრებს, ახლობლებს და კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებს მის საქმესთან დაკავშირებით:

მოგესალმებით გლდანის N8 დაწესებულებიდან თითქმის 7 თვეა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ვერ ვკონტაქტობდი თქვენთან.

აწი ჩემი წერილები მუდმივად გამოქვეყნდება როგორც ჩემს საქმეზე ისე ზოგადად ყველაფერზე!

მოკითხვა ყველას ერთგულ და ნამდვილ მეგობრებს ვინც არ დაიჯერა ჩემი მოძალადეობა და გვერდში მიდგას 🙏

P.S. გვერდს მართავს ჩემი ერთგული მეგობარი, ჩემი წერილების მეშვეობით.

* * *

რაც შეეხება ჩემს საქმეს მეგობრებო, ცოტა ტრაგიკომედიასთან გვაქვს საქმე. ეს საქმე მთლიანად აგებულია სიცრუეზე და ღალატზე! ორპირობაზე და ზურგში დანის ჩარტყმაზე,
სუსის ნარატივზე აწყობილი.

ყველაზე მეტად გულდასაწყვეტია და საწყენია რომ ამაში ჩემი გაზრდილი ერთადერთი დისშვილი არის მთავარი ფიგურანტი. არაუშავს ჩემო მეგობრებო, ყველაფერს ნათელი მოეფინება მე მხნედ ვიქნები, ყველაფერს გადავიტან მაგრამ მხოლოდ ბარბარეზე მწყდება გული, რადგან რაც მან ჩაიდინა, თქვა და დაწერა, რასაც ის საუბრობს და ცილს მწამებს, საშინელი ცოდვაა ღმერთის წინაშე.

მე ნაპატიები მაქვს მისთვის და ვლოცულობ, რომ ღმერთმა აპატიოს და შეუნდოს ეს საშინელი ცოდვა“, – წერს დათო დიღმელაშვილი საპატიმროდან გამოგზავნილ წერილებში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ამირან გამყრელიძე: “სოლიდარობა, მხნეობა გოგის და მის ოჯახს”

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი (გოგი) ჩახუნაშვილისთვის სასამართლოს მიერ პატიმრობის...

“ელენე ხოშტარიას ტუსაღობა ერთდროულად არის სირცხვილიც, ამორალურიც და დანაშაულიც” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მწვავე პოზიციას აფიქსირებს “კოალიცია ცვლილებებისთვის” და...

“ამ დიქტატურის დამარცხება შესაძლებელზე მეტად ადვილია” – მიხეილ სააკაშვილი

"მოვქოქოთ ეს ბრძოლა და ჩამოვშალოთ დიქტატურა", - მიმართავს საზოგადოებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა და დემოკრატიული მმართველობა შეუთავსებელია. სასულთნოა. სასულთნოც შეიძლება მოსწონდეს ვიღაცას” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს...

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

“ამ დიქტატურის დამარცხება შესაძლებელზე მეტად ადვილია” – მიხეილ სააკაშვილი

"მოვქოქოთ ეს ბრძოლა და ჩამოვშალოთ დიქტატურა", - მიმართავს საზოგადოებას...

“სამარცხვინოა, პირველ რიგში, ქართველი კაცების დუმილი და კიდევ “ქოცობა” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...