პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი, ოპოზიციასთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის პოლიტიკურ შეფასება-მოსაზრებას ეხმაურება:
“ირაკლი კობახიძე: “ვიდრე ასეთი პოლიტიკური პარტიები, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მომიჯნავე პარტიები, ოპოზიციის ძირითად ბირთვს წარმოადგენენ, დემოკრატიული სისტემა ვერ ჩამოყალიბდება“.
მერე ამაზე ვიღაც იტყვის კვალიფიციური და განათლებულიაო.
მე პირადად არც “ნაცმოძრაობის” ამომრჩეველი ვარ და არც “ნაცმოძრაობიდან” გამოსული პარტიების. საერთოდ ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება მაქვს ქართული ოპოზიციის სტრატეგიისა და ტაქტიკის მიმართ, მაგრამ თუ ქვეყანაში დემოკრატიულ სისტემაზე ვლაპარაკობთ, ასეთი სისტემის ფუნდამენტური პრინციპი არის სწორედ ის, რომ ვინ იქნება ოპოზიციაში წამყვანი ძალა და ვინ არა, ეს ხელისუფლების გადასაწყვეტი არაა. ამას ხელისუფლებას დემოკრატიულ სისტემაში არავინ ეკითხება. ამას ხალხი წყვეტს.
კობახიძე კი გვეუბნება, სანამ ჩვენი მოსაწონი პოლიტიკური ძალა არ იქნება ოპოზიციაში, მანამდე დემოკრატიას ნუ მომთხოვთო.
არა, კი მჯერა, რომ ალალად ასე ფიქრობენ, მაგრამ ხმამაღლა თქმისაც რომ არ რცხვენიათ?” – წერს დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

