ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე აკეთებს მინიშნებებს:
“თითქმის ერთი კვირაა ევროპაში ვარ სამ სხვადასხვა კონფერენციაზე და მნიშვნელოვან პროფესიულ ღონისძიებაზე და ისე დატვირთული ვარ შთაბეჭდილებით, ნორმალურ შემთხვევაში ხომ ამას უნდა ვაზიარებდე, ვყვებოდე. ხოდა შემოვედი, ვიფიქრე ერთ-ორ ფოტოს მაინც დავდებთქო და ყველას ირგვლივ დაპატიმრებული ადამიანების, თანაც როგორი ადამიანების – პედიატრების, პროფესორების და სხვა პროფესიონალი ხალხის ფოტოები აქვს გაზიარებული.
თანდათან ყველაზე რთულად წარმოსადგენ თუ წარმოუდგენელ საზღვარს სცდება, რაც ქვეყანაში ხდება“, – წერს ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

