spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ახლა მოდუნების კი არა, მობილიზების, ურთიერთ თავდასხმების კი...

“ახლა მოდუნების კი არა, მობილიზების, ურთიერთ თავდასხმების კი არა, სამიზნის გასწორების, ხელის ჩამოშვების კი არა გამარჯვების რწმენის დროა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოლიდარობას უცხადებს ელენე ხოსტარიას, ციხის ცალკეულ ფაქტებს იხსენებს და საზოგადოებას, პოლიტიკოსებს კონკრეტული შეთავაზებებით მიმართავს:

ჩემი სოლიდარობა ელენე ხოშტარიას მისი ნამდვილად გმირული ბრძოლისთვის. მე საკუთარ თავზე გამოვცადე ციხის რეჟიმის დამოკიდებულება, ჩვენი ჯანმრთელობისადმი.

გადაწყვეტილებებს უკიდურესად დაშინებული მედპერსონალი და ექიმები კი არა, სუს-ს მომაგრებული ОДР-ები იღებენ. სამედიცინო პერსონალს აიძულებენ, თვალი დახუჭონ პრობლემებზე და ზოგჯერ ასევე აიძულებენ, საჯაროდ მოიტყუონ. ასე მაგალითად ექიმებს უკრძალავდნენ ჩემი მოწამვლის მკურნალობას. დიაგნოზებსაც წერს სუს-ი. ამიტომ ამ სისტემის მშობელ დიქტატურასთან უკომპრომისო ბრძოლა არის ერთადერთი ხსნა, მათ შორის პატიმრებისთვის, ასევე ჩვენი ბრძოლა არის პირველ რიგში, ბრძოლა ჩვენი შვილებისთვის.

მე არ მომწონს, რომ არც ედუარდს, არც ნიკოლოზს არ შეუძლიათ მუდმივად საქართველოში ყოფნა, თუმცა ამის დიდი სურვილი აქვთ. არ მომწონს, რომ შესაძლებელია მალე ალისასაც მოუწიოს გადახვეწა. მინდა რომ ჩემს პატარა შვილიშვილს, რომელსაც ქართული სახელი და გვარი აქვს, ჰქონდეს სამშობლო, რომლითაც იამაყებს.

ამიტომ ახლა მოდუნების კი არა, მობილიზების, ურთიერთ თავდასხმების კი არა, სამიზნის გასწორების, ხელის ჩამოშვების კი არა გამარჯვების რწმენის დროა.

ჩვენ და ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გავიმარჯვებთ და ივანიშვილი კი, თავისი იაფფასიანი “რაზვოდკებით” ვეღარავის მოატყუებს“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პოლიტიკური კომპონენტისგან დიდი ხანია დაიცალა ეს რეჟიმი და დარჩა მხოლოდ ბანდა. ამიტომ ისე დაასრულებს,...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მწვავე შეფასებებს აკეთებს...

“კატეგორიულად მიუღებელია, რომ ვიღაცამ ზემოდან თითის დაქნევით გვესაუბროს” – კახა კალაძე ევროკავშირის რეზოლუციაზე

„ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ის დამოკიდებულება კი კატეგორიულად მიუღებელია,...

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, პაატა სალია, ნესტან ვერულაშვილი, გიორგი არევაძე, მარიამ წულაია – ეს...

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა ჭალიძემ, ტვ "პირველის" ეთერში, ემოციური შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც ახლანდელი ქოცები ემზადებოდნენ ხელისუფლებაში მოსავლელად და ბიძინა გაიხადეს ბელადად” – ბეჟან ჯავახია

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის...

“ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, პაატა სალია, ნესტან ვერულაშვილი, გიორგი არევაძე, მარიამ წულაია – ეს...

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა ჭალიძემ, ტვ "პირველის" ეთერში, ემოციური შეფასებებით...

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ივანიშვილს უკიდურესად ეშინია თქვენი” – მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს: "მინდა ვუთხრა ჩემს...