საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემაში – “დღე პირველ არხზე”, მომხდარ მძიმე შემთხვევას, რა დროსაც არასრულწლოვანი, სიმღერის დროს, გონებას კარგავს და ძირს ეცემა, მწვავე შეფასებებით ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე:
“…რადგან წარმატებაა ფეტიში. წაიქცა და წაიქცეს, სიმღერა მაინც უნდა ჩასრულდეს ბოლომდე! ვინც დაეცემა, ბარემ ბოლომდე დაეცეს – საერთოდ რა გადასარჩენია, ვისაც ტკივა ან ბედავს და ავადმყოფობს კიდეც ჩვენს გასაღიზიანებლად…
აგერ ხომ დაიძახა ყოფითმა ფაშისტმა – რომელი აინშტაინები ეგენი მყვანან, ტყუილად რატომ უნდა ხარჯოს მთავრობამ ამათზე ფულიო?!
დაეცა და დაეცეს, ანიშნეთ, სიმღერა განაგრძონ! “არ შეხედოთ, ომახიანდ!.. “დედა სამშობლოოოო” – იღრიალეთ, შვილი!.. იწვეს ეს იქ, სისხლი ხომ არ სდის? თუ სდის, თავს დააბრალოს კიდე, ჩვენ რა შუაში ვართ, აქ სამღერლად რაღას მოდიოდა? აქ ჯანმრთელი ბავშვები დგანან! წარმატება, მხოლოდ წარმატება… და “ნულოვანი თანაგრძნობა”, რასაკვირველია. დაიხრებით მისაშველებლად და საყვედურს მიიღებთ! იმღერეთ!..
აგერ ხომ ჩაულეწეს სახე ძირს დავარდნილ რადიკალს, შეიმჩნია ვინმემ? ჰოდა არც აქაა საჭირო. თუკი ძირს გდიხარ, ბარემ გაღოღდი… ამათ კი ორდენს დაკიდებენ შენი გაწირვისთვის!..
ბოროტება წარმატებული მხეცის ნიშანია!” – წერს ლაშა ბუღაზე სოციალურ ქსელში.

