spot_img
მთავარიანალიტიკა"საქართველო–ჩინეთი: სტრატეგიული პარტნიორობა და 1.6 მილიარდი დოლარის სავაჭრო...

“საქართველო–ჩინეთი: სტრატეგიული პარტნიორობა და 1.6 მილიარდი დოლარის სავაჭრო დეფიციტი” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო და ჩინეთი უკვე სტრატეგიული პარტნიორები არიან, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ანალიზი აჩვენებს, რომ თანამშრომლობა თანაბარ ეკონომიკურ სარგებელს ჯერ ვერ უზრუნველყოფს. არსებული სტატისტიკა მნიშვნელოვან სავაჭრო დისბალანსზე მიუთითებს, სადაც იმპორტი ექსპორტს მრავალჯერ აღემატება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2025 წლის მონაცემებით, ჩინეთიდან საქართველოში იმპორტირებული საქონლის ღირებულებამ 1.987 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან ჩინეთში ექსპორტმა მხოლოდ 327.5 მილიონი აშშ დოლარი. შედეგად, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1.659 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

ჩინეთში ქართული ექსპორტის სტრუქტურა ძირითადად ნედლეულსა და პირველადი გადამუშავების პროდუქციაზეა დაფუძნებული. ექსპორტის წამყვან პოზიციებს წარმოადგენს:

  1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 25.9 მლნ. აშშ დოლარი.
  2. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – 23.7 მლნ. აშშ დოლარი.
  3. სამედიცინო დანიშნულების ხელსაწყოები და მოწყობილობები – 20.3 მლნ. აშშ დოლარი.
  4. კოჭა, ზაფრანა, დაფნის ფოთოლი, კირი და სხვა სანელებლები – 17.6 მლნ. აშშ დოლარი.
  5. ყურძნის ნატურალური ღვინოები – 9.8 მლნ. აშშ დოლარი.
  6. სპილენძის ნარჩენები და ჯართი – 4.3 მლნ. აშშ დოლარი.
  7. ეთილის სპირტი – 3.3 მლნ. აშშ დოლარი.
  8. დაუმუშავებელი ალუმინი – 2.2 მლნ. აშშ დოლარი.
მეორე მხრივ, ჩინეთიდან საქართველოში იმპორტირებული საქონლის ჩამონათვალი გაცილებით მრავალფეროვანია და ძირითადად მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე მზა ან ნახევრად მზა პროდუქციას მოიცავს. მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩევა:
  1. ელექტროგენერატორული დანადგარები – 74.5 მლნ. აშშ დოლარი.
  2. მსუბუქი ავტომობილები – 60.2 მლნ. აშშ დოლარი.
  3. ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადოვანი ფოლადისგან – 55.7 მლნ. აშშ დოლარი.
  4. რეზინის სალტეები და საბურავები – 52.7 მლნ. აშშ დოლარი.
  5. ჰაერის კონდიცირების მოწყობილობები – 50.2 მლნ. აშშ დოლარი.
  6. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 46.5 მლნ. აშშ დოლარი.
  7. გაყინული ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის – 41.3 მლნ. აშშ დოლარი.
  8. მაცივრები და საყინულეები – 34.9 მლნ. აშშ დოლარი.
  9. რეზინის სხვადასხვა სახის ფეხსაცმელი – 34.5 მლნ. აშშ დოლარი.
  10. სატელევიზიო კავშირის მიმღები აპარატურა – 32.8 მლნ. აშშ დოლარი.
  11. სატვირთო ავტომობილები – 31.2 მლნ. აშშ დოლარი.
  12. დიოდები და ნახევარგამტარები – 30.2 მლნ. აშშ დოლარი.

თუ საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობების სტრუქტურას დავაკვირდებით, აშკარა ხდება, რომ ორმხრივი ვაჭრობა არათანაბარი ეკონომიკური მოდელის ნიშნებს ატარებს. ჩინეთიდან საქართველოში ძირითადად შემოდის ტექნოლოგიური, სამრეწველო და სამომხმარებლო დანიშნულების მზა პროდუქცია, მაშინ როდესაც საქართველოდან ჩინეთში, ქართული ღვინის გამოკლებით, უმეტესად ნედლეული და დაბალი გადამუშავების დონის პროდუქცია გადის.

ეს გარემოება მიუთითებს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ეკონომიკური ეფექტის სრულად რეალიზებისთვის საქართველოს მთავარი გამოწვევა არა მხოლოდ ჩინურ ბაზარზე წვდომის გაზრდა, არამედ ექსპორტის სტრუქტურის დივერსიფიკაცია და მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე ქართული პროდუქციის წარმოების ხელშეწყობაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკური პარტნიორობის პარალელურად (რომელიც ჩვენს წინა სტატიაში დეტალურად განვიხილეთ), სავაჭრო ურთიერთობებში არსებული დისბალანსი კიდევ უფრო გაღრმავდება და საქართველო კვლავ ძირითადად ნედლეულის მიმწოდებლისა და მზა პროდუქციის მომხმარებლის როლში დარჩება.

ავტორი
ალექსი ნონიაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“რადგან მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ ისვენებს და კვლავ ცდილობს მისთვის ჩვეულ უსინდისო სტილში “რიყის...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი რიყის დოქებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პოზიციას...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“არის თუ არა ეს მიზანმიმართული საბოტაჟი? ვის ინტერესშია ხალხის გაბოროტება და სიტუაციის გამწვავება?” –...

ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა შექმნილ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ორშაბათს სააპელაციო სასამართლომ უნდა უპასუხოს მთავარ კითხვას: არსებობს ამ ქვეყანაში ელემენტარული სამართალი” – ნინი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე...