spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სინამდვილეში კობახიძემ ბრიფინგზე ივანიშვილი მიწასთან გაასწორა" - არჩილ...

“სინამდვილეში კობახიძემ ბრიფინგზე ივანიშვილი მიწასთან გაასწორა” – არჩილ გამზარდია

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გაკეთებულ პოლიტიკურ და პიროვნულ შეფასებებს, თავის მხრივ, სკანდალური პოზიცია-ვარაუდებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია:

ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეს შორის ცივი ომი აქტიურ ფაზაშია – ბიძინა ივანიშვილმა მორიგ ჯერზე აგრძნობინა კობახიძეს ვინ ვინ არის და ამის დასაზუსტებლად ბრიფინგიც ჩაატარებინა, თუმცა არც კობახიძე ჩამორჩა, ოფიციალურად დაადასტურა რომ გადაწყვეტილებებს ივანიშვილი იღებს და რაც ხდება ქვეყანაში, პასუხისმგებელიც ის არის, მე კი არ ვარო, თავის თავი მხოლოდ კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლად გამოხატა და ისიც დასძინა, რომ რაც მე ვარ პრემიერი, კორუფცია აღარ არისო, შესაბამისად აქამდე არსებული კორუფციაც ივანიშვილს მიათვალა.

როგორ ფორმალურად პოზიტიურ კონტექსტშიც და ქება-დიდების რეჟიმშიც გინდა ეტრიალებინა ივანიშვილის გვარი კობახიძეს ბრიფინგზე, სინამდვილეში კობახიძემ ბრიფინგზე ივანიშვილი მიწასთან გაასწორა და ბიძინა თუ ამას გაიაზრებს, მერე ეს დუელ-რეალითი შოუ დრამატურგიულად საკმაოდ საინტერესო ეტაპზე გადავა.

რეალითი შოუების იქით პოლიტიკურ ცხოვრებაში მეტი არც არაფერი ხდება ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც და ჩვენც გავერთოთ, ჭაობში ჩაფლული კაცი რომ რამე სასაცილოს დაინახავს და გაეღიმება, სანამ ბოლომდე ჩაეფლობა, ისე, რაღას ვკარგავთ“, – წერს არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როცა ბავშვი შენს თვალწინ ეცემა, სიმღერა უნდა ჩერდებოდეს და არა ადამიანობა” – ლაშა ფარულავა

საზოგადოებრივ მაუწყებელში, გადაცემაში – “დღე პირველ არხზე”, მოხდა არასასიამოვნო...

“მოკლედ რაც შეეხება სომხეთის არჩევნებს. მეზობლები ნამდვილად არ გაიმეორებენ ჩვენს შეცდომას შესაბამისად, რუსი ოლიგარქის...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის კონკრეტული მოლოდინები და პოლიტიკური...

ევროპელი ინფლუენსერები ბათუმში მოგზაურობენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით ბათუმს ესპანელი, იტალიელი, პოლონელი და...

“საინფორმაციო სიკეთე გქონდეს ადამიანს და ეგეთი იდიოტი იყო…” – გოჩა მირცხულავა

მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაში, ხალხის კონკრეტული არჩევანის მიმართ, მძიმე შეფასებებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის განაჩენი უკვე დაწერილია და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის. მხოლოდ დროის საკთხია მისი ძალაუფლების...

რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე მძიმე შეფასებებს აკეთებს მმართველი გუნდისა...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“სტრატეგიული პარტნიორობის მიღმა: რას ნიშნავს საქართველოსთვის ჩინეთთან დაახლოება” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის...

“ოდნავაც არ გასვრილა ის “თეთრი ხელთათმანები”?” – ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი კობახიძის პოზიციას ეხმაურება

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი...

“ღმერთმა გადმოგვხედა და ბავშვი კარგად არის” – ნინო კუხალეიშვილი

"სიმღერის აკადემიის" დამფუძნებლები და მოსწავლეები ერთობლივი სიმღერით სტუმრად  იმყოფებოდნენ...