კვირა, ივნისი 29, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიჩვენი სამინისტროს მხრიდან კომპანია "ატლანტიკ საქართველო"-ს ძლიერი მხარდაჭერა...

ჩვენი სამინისტროს მხრიდან კომპანია “ატლანტიკ საქართველო”-ს ძლიერი მხარდაჭერა ექნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „ატლანტიკ საქართველო“- ს საწარმო მოინახულა, რომელიც ქუთაისში 2017 წლიდან ფუნქციონირებს და წყლის ელექტროგამათბობლებს აწარმოებს.

თურნავს თქმით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ახალგახსნილი საწარმები განსაკუთრებულ ყურადღებას და მხარდაჭერას საჭიროებენ:

როდესაც უკვე ფაქტიურად ვმართავთ კორონავირუსის პანდემიას და ჩვენი ეკონომიკა ნელნელა გახსნას იწყებს, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არიან საწარმოები, რომლებიც უცხოელი ინვესტორების მიერ ახლახან დაფუძნდა და გაფართოებას გეგმავენ. ამიტომ დღეს ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში მოქმედ საწარმოს ვესტუმრეთ, რომელიც ფრანგული საერთაშორისო ჯგუფის „Groupe Atlantic“-ის შვილობილი კომპანიაა და საყოფაცხოვრებო ელექტროგამათბობლებს აწარმოებს.

მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად გლობალური კრიზისისა, საწარმოს გეგმები არ შეცვლილა და კომპანია გაფართოებას და დასაქმებულთა 50 ადამიანით გაზრდას გეგმავს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დასაქმებულებს კარგი პირობები და ხელფასები აქვთ. ჩვენი სამინისტროს მხრიდან კომპანიას ძლიერი მხარდაჭერა ექნება,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სოლიდარობა არის ის მთავარი ღერძი რის გარშემოც უნდა აიგოს ჩვენი ბრძოლა და რასაც უნდა...

კონკრეტულ ფაქტებზე მიანიშნებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და...

“სოლიდარობა გიორგი ვაშაძეს, თავისუფლება ყველა პოლიტიკურ და სინდისის პატიმარს!” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მიზანმიმართულად ცირკს აწყობენ სასამართლო დარბაზებში, შესაბამისად, გვინდა, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც ევროპასა და აშშ-შია”...

თბილისის მერის განცხადებით, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მედიისთვის დაუშვებელს...

“მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე, ნარკოტიკულ და ფსიქოტროპიულ საშუალებებთან დაკავშირებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...