spot_img
მთავარიეს საინტერესოააჭარის ტურისტულ პროდუქტებს სამხრეთ კორეაში გაეცნენ

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს სამხრეთ კორეაში გაეცნენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები სეულის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა. „SITF Korea 2026“-ის ვიზიტორებს საქართველოს სტენდთან საშუალება ჰქონდათ აჭარისა და ზოგადად, საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ. მათი უმრავლესობა მაღალ ინტერესს იჩენდა სათავგადასავლო ტურიზმის, გასტრონომიის, სამთო ტურიზმის, მათთვის ახალი და უცხო ტურისტული პროდუქტების მიმართ. ზღვისა და მთის შერეულმა ტურისტულმა მიმართულებებმაც დიდი დაინტერესება გამოიწვია. აზიის ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, იმერეთის დმო-სა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად წარადგინა. გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის მენეჯმენტმა საქმიანი შეხვედრები გამართა მედიის, ტურისტული, ავია და სარეკლამო კომპანიების მენეჯმენტთან. გამოფენაზე საქართველოს სტენდი საქართველოს დროებითმა რწმუნებულმა კორეის რესპუბლიკაში მიხეილ თიგიშვილმა დაათვალიერა. SITF Korea 2026-ზე 40 ქვეყნიდან 400-ზე მეტი ტურისტული ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი. გამოფენას 35 ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრებოდა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას 25-მდე სამიზნე ქვეყანაში ანხორციელებს და აჭარის ტურისტულ პროდუქტებს სხვადასხვა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგენს. მიმდინარე წელს, რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ მიმართულებებს 15-მდე პრესტიჟული გამოფენის ვიზიტორები გაეცნენ. გრძელდება რეგიონში უცხოელი ბლოგერ-ინფლუენსერების მომწვევაც, რომლებიც აჭარის ტურისტულ მარშრუტებსა და ღირსშესანიშნაობებს მილიონობით გამომწერს აცნობენ.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

უნგრული ჟურნალი “Világjáró” ბათუმის შესახებ სტატიას აქვეყნებს

პრესტიჟული უნგრული, სამოგზაურო ჟურნალი „Világjáró“ ბათუმის შესახებ ვრცელ სტატიას...

აჭარაში მზარეულების გადამზადება გრძელდება

აჭარის მუნიციპალიტეტებში მზარეულების გადამზადება გრძელდება. ქედისა და შუახევის შემდეგ,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბატონო ივანიშვილო, თუ თქვენმა პრემიერმა ცოტა მუხრუჭებს არ მიხედა…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას მინიშნებები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა...

“ჩავიფიქრე! რომ მოვრჩები, ისევ ბევრს ვიმოგზაურებ და ისევ ლამაზი გოგო ვიქნები…” – ხათუნა სამნიძე

ხათუნა სამნიძის ემოციური სტატუსი, სოციალურ ქსელში, პოზიტიური მოლოდინებით და...

“მოკლედ რაც შეეხება სომხეთის არჩევნებს. მეზობლები ნამდვილად არ გაიმეორებენ ჩვენს შეცდომას შესაბამისად, რუსი ოლიგარქის...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის კონკრეტული მოლოდინები და პოლიტიკური...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...

“ყოველი ახალი წელი ამ ომში უკრაინას უფრო გამოცდილს, ძლიერს და ტექნოლოგიურს ხდის, ხოლო რუსეთს...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ვოლოდიმირ ზელენსკის...