spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე ერთი რამ ვიცი მხოლოდ: მე ვცოცხლობ გიგა...

“მე ერთი რამ ვიცი მხოლოდ: მე ვცოცხლობ გიგა ავალიანისთვის!” – ეკა კუპატაძე

შვილმოკლული დედის, ეკა კუპატაძის მორიგი ემოციური პოსტი სოციალურ ქსელში, კონკრეტული პოზიცია-განმარტებებით:

მოგესალმები საქართველოვ!✊♥️✊

მაპატიეთ, სასამართლოს შემდეგ ჩემი თავშეუკავებელი ემოციისთვის, მაგრამ დემეტრე ჩიქოვანის დედას ვუყვირე სასამართლოს ეზოში, რადგან პროტესტის ნიშნად, სასამართლოს დარბაზიდან, ხრიგინით გავარდა. მისგან ბრაზი გამომყვა, ისედაც ემოციურად მძიმედ ვიყავი და ვერ ავიყვანე თავი ხელში.

♥️ ორი დღეა ვკითხულობ თქვენს კომენტარებს და მალამოდ მედება თქვენი თანაგრძნობა-თანაბრძოლა.

✅ პოსტს ვწერ იმისთვის, რომ პასუხი გავცე კითხვას, რომელიც გაქვთ ყველას:
— როდის იჭერენ ნია იმნაძეს?

ჩემი პასუხი:
— არ ვიცი, მეც სოციალური ქსელებით ვიგებ დაჭერის ამბებს.

დემეტრე კასრაძის და ირაკლი სულაბერიძის დაჭერა ჟურნალისტმა გამაგებინა.

მართალია, აქტიურად ვთანამშრომლობ პროკურატურასთან, მაგრამ დაჭერის თემებს, — არც პიროვნებებს და არც აყვანის დროს, — მე არ მითანხმებს.

📍ასე, რომ შესაძლოა დაიჭირონ დღეს, ან სულაც ორი კვირის შემდეგ.

✅ მე ერთი რამ ვიცი მხოლოდ:
მე ვცოცხლობ გიგა ავალიანისთვის!
აუცილებლად შევძლებ ვიცოცხლო მანამ, სანამ ყველა, კანონის მთელი სიმკაცრით არ აგებს პასუხს!

ყველაფერს გავაკეთებ, რათა ყველა დავსვა საბრალდებო სკამზე, ყველამ მოისმინოს მაქსიმალური სასჯელი და არავის შეეხოს ამნისტია!!!

✅ მოვძლიერდი და თავგანწირული ბრძოლისთვის, მაქვს სრული მზაობა!!!” – წერს ეკა კუპატაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კვარაცხელიამ იქნებ ღრუბლებს გაუტანოს გოლი და გამოიყვანოს მზე” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, სახუმარო...

“სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ეს იყო რეალობა და ყველას კარგად გვახსოვს, მათი...

„მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის ხალხს არ აინტერესებს. მას და...

“ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავემ აი ასე მოისმინოს უმაღლესი სასჯელი” – ეკა კუპატაძე

"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავემ აი ასე მოისმინოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...