spot_img
მთავარიდანაშაული და სასჯელი"გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული ასაკის გამო უმწეო...

“გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული ასაკის გამო უმწეო მდგომარეობაში მყოფ არასრულწლოვან გერს სისტემატურად აუპატიურებდა” – საქართველოს პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის განცხადება, მძიმე დანაშაულზე სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით:

“თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და უმწეობის გამოყენებით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის ქმედების, არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ხასიათის და გარყვნილი ქმედების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შენახვის, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე დაყოლიების და არასრულწლოვანის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული ასაკის გამო უმწეო მდგომარეობაში მყოფ არასრულწლოვან გერს სისტემატურად აუპატიურებდა, აყენებდა მას პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში. ასევე მის მიმართ ჩაიდინა გარყვნილი ქმედება. ბრალდებულმა დაზარალებული დაიყოლია ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე და სისტემატურად აწევინებდა ნარკოტიკულ საშუალება „მარიხუანას“. მოიპოვა მისი გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ფოტო და ვიდეომასალა, რომლსაც მობილურ ტელეფონში ინახავდა.

გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ბრალდებულმა სხვა არასრულწლოვანი დაზარალებულის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა, ხოლო მესამე არასრულწლოვნის მიმართ ჩაიდინა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მადლობელი ვარ ჩემი და ჩემი ძმაკაცის ირაკლი ნადირაძისადმი გამოხატული ძმური სოლიდარობისთვის” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილი, ემოციური...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა გვიჩვენებს, თუ როგორი ქაოტური და უყურადღებო ვითარებაა გზებზე” – ანა...

გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა ტრაგიკულად დამთავრდა - ავარიას დედა...

“ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა გადააქცია რუსების თავშესაფრად, სადაც ისინი შესანიშნავად მოშინაურდნენ და უკვე არა სტუმრად,...

რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებით კონკრეტული ინიციატივა-შეთავაზება აქვს “კოალიცია ცვლილებებისთვის”  და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...