შსს-ში ახალი დანაყოფის შექმნას და საჯარო სივრცეში გაკეთებული კომენტარების მონიტორინგის საქმიანობას კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე:
“ხელისუფლების გინების აკრძალვა ერთდროულად კომიკურიცაა და აბსურდულიც. როდესაც მილიონამდე ემიგრანტი გყავს უცხოეთში, მათ როგორ უნდა მისწვდე? თუ დღეში მხოლოდ მათმა ერთმა პროცენტმა მაინც გამოხატა თავისი “კრიტიკული“ დამოკიდებულება – ზოგმა მამა-პაპურად, ზოგმაც ევროპულ-ამერიკულად, ადვილი წარმოსადგენია, რამდენად დრამატული ვითარება შეიქმნება ზოგიერთებისთვის:))
სულ ორიოდე დღეა გასული ამ კანონის მიღებიდან და პროცესი უკვე დაძრულია. ხალხი ერთმანეთს ეჯიბრება, თითქოს კონკურსი გამოეცხადებინოთ, ვინ უფრო ოსტატურად მოიკითხავს ხელისუფლებას.
მეც, ჩემი მხრივ, მინდა „მოკითხვა“ გადავცე მათ და ვუთხრა: „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერი, ქალი თუ კაცი, უკანასკნელი ჰილოძოისტია!
აი, ასე?😊” – წერს რომან გოცირიძე.

