სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და მწვავე შეფასებებს აკეთებს:
“გორში პოლიციელების მხრიდან სასტიკი ანგარიშსწორების კადრები ვნახეთ, მხოლოდ ეგ იყო სიახლე, თორემ ყველამ ვიცით რაც ხდება.
აგერ მთლად თბილისის შუაგულში სასიკვდილოდ იმეტებდნენ უნომრო სპეცრაზმელები ადამიანებს, ლევან ხაბეიშვილი, დავით ქარავა, ზვიად მაისაშვილი და კიდევ უამრავი ადამიანი გავიხსენოთ.
ლუკა სირაძე, 16 წლის ბავშვი მე-9 სართულიდან გადმოხტა პოლიციელის ზეწოლის გამო, იგივე მიზეზით დემურ სტურუამ თავი ჩამოიხჩო. ვინმემ აგო პასუხი? მხოლოდ ფორმალურად, პირობით სასჯელი და მალევე კარგი სამსახური ლუკა სირაძის გამომძიებელს, დემურ სტურუას საქმეზე საერთოდ გაამართლეს პოლიციელი.
მაინტერესებს, გიგრგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან? გორელი ახალგაზრდაც გირგვლიანივით ბანკში მუშაობდა და დღისით-მზისით სასტიკად ცემეს და აწამეს. ახლა რატომ არ ითხოვთ უმაღლესი თანამდებობის პირების დასჯას? თუ გირგვლიანის საქმე მიშას ბრალი იყო, ახლა რატომ არის მხოლოდ იმ 6 პოლიციელის დანაშაული?
სინამდვილეში არანაირი გირგვლიანი თქვენ არ გაწუხებდათ, მის სახელს იყენებთ მხოლოდ პოლიტიკური ოპონირებისთვის. ამიტომაც ხართ უნამუსოები, მანიპულატორები და უბრალოდ ღორები ვისაც არც ნაცემი ადამიანი გადარდებთ, არც ბავშვებისთვის წამლის მოთხოვნით ქუჩაში გალუმპული ადამიანები და არც სამინისტროს წინ ბენზინგადასხმული, დამწვარი დევნილი. ტფუი” – წერს ბაჩანა შენგელია სოციალურ ქსელში.

