spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ავადმყოფი ბავშვების დახმარებაზე არაპოლიტიკური რა უნდა იყოს, მაგრამ...

“ავადმყოფი ბავშვების დახმარებაზე არაპოლიტიკური რა უნდა იყოს, მაგრამ “ოცნება” თვითონვე ისტერიულად აპოლიტიზირებს ამ ამბავს” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, “დაიცავი ილიაუნის” ინიციატივას ემოციური პოზიცია-შეფასებებით ეხმიანება:

ილიას სტუდენტების მიერ ინიცირებული მარათონი თვით მათთვის სრულიად მოულოდნელი, მასშტაბური წარმატება აღმოჩნდა.

როგორც ამ უნივერსიტეტის პროფესორს, არ შემიძლია ჩვენი სტუდენტებით სიამაყე არ გამოვხატო.

ამავე დროს, ეს ეპიზოდი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რატომ ემტერება ჩვენი დესპოტური ხელისუფლება განსაკუთრებით სწორედ ილიას უნივერსიტეტს.

მაგრამ კორპორაციულ სიამაყეს დავიოკებ და შევეცდები, უფრო დიდ სურათს შევხედო.

მთავარი ტყუილი, რაც ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, თავად დაიჯერა და მომხრეებს აქტიურად სტენის თავებში, არის ის, რომ ქართველებს ავტონომიური მოქმედება არ შეუძლიათ. ეს ტირანიის ცენტრალური მითია; ის ძალიან მნიშვნელოვანია პუტინისთვის, არანაკლებ მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილისთვის.

ამიტომ იმეორებს ორივე მათგანი, რომ ფერადი რევოლუციების (მათ შორის ჩვენი „ვარდების რევოლუციის“ თუ უკრაინის „ევრომაიდნის“) უკან დასავლეთი იდგა. აბა, ქართველები და უკრაინელები თავისით რის მაქნისები არიან.

ამიტომ დაიწყო მან სრული ტირანიის დამყარება „რუსული კანონით“: თუ ქართველებს დასავლეთისგან მომდინარე ფინანსურ ნაკადებს გადაუჭრი, ყველაფერი მოგვარდება: დასავლური ფულის გარეშე ქართველები მორჩილ ცხვრებად იქცევიან.

ამიტომ იმეორებენ სისულელეს, რომ მიმდინარე პროტესტებიც (რუსული კანონის ამოქმედების მიუხედავად) დასავლეთიდან იმართება. მათ ცნობიერებაში დამოუკიდებელ ქართულ საზოგადოებას ადგილი არა აქვს, ასეთ რამეს ვერ იაზრებენ.

ავადმყოფი ბავშვების დახმარებაზე არაპოლიტიკური რა უნდა იყოს, მაგრამ „ოცნება“ თვითონვე ისტერიულად აპოლიტიზირებს ამ ამბავს: იმიტომ, რომ ამით ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაამსხვრია მითი, რომელზეც თავად დგანან. შეიძლება, ესეც ევროკავშირის ან გერმანიის ელჩს დააბრალონ, მაგრამ ოდნავ ჭკუათმყოფელს ამას ვერ დააჯერებ.

პირიქით ხდება: დასავლური ფულის აღკვეცით „ოცნება“ ახალი, უფრო ავტონომიური და ავთენტური ქართული სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას უწყობს ხელს.

შევხვდებით რუსთაველზე!” – წერს გია ნოდია სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბაჩანა ახალიასთვის სასჯელის გამოტანით, სასამართლომ, ჩემი აზრით, დაუშვა ძალიან სერიოზული სამართლებრივი შეცდომა” – გოჩა...

სასამართლოს მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიასთვის გამამტყუნებელი განაჩენის...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“თუ გინდა საზოგადოება გაანადგურო, ისტორია უნდა წაუშალო” – თამარ ჩერგოლეიშვილი

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს ისტორიის მნიშვნელობაზე...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...