spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითუკი ვინმეს ჰქონდა იმედი რომ ხელისუფლება რაიმე ფორმით...

თუკი ვინმეს ჰქონდა იმედი რომ ხელისუფლება რაიმე ფორმით დაეხმარებოდა, ეს იმედი საბოლოოდ გადაეწურათ – ნიკა მელია

ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობისთვის დაპირებების გაცემასთან დაკავშირებით საუბრობს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია და აცხადებს, რომ ხელისუფლება არც დაპირებებს აღიარებს და არც მათ შესრულებას აპირებს:

გახარიას დღევანდელი გამობრწყინებით რა გავიგეთ?!

ახალი არც არაფერი და საერთოდ ვერც ვერაფერი, გარდა იმისა რომ თვეეების წინ მოცემულ დაპირებაზე, დღეს გვითხრა რომ მსგავსი დაპირება არ მოუცია.

თვეების წინ პირობა დადეს რომ დროებით ფასებს შეინარჩუნებდნენ 9 სასურსათო პროდუქტზე, მოახდენდნენ სუბსიდირებას. დახარჯეს კიდეც მილიონები ამაში, დღეს ფასები უკანმოუხედავად გარბის, გახარია კი იძახის რომ მსგავსი დაპირება არ ყოფილა. ჩვენი თუ არა, იმ ვიდეო კადრების მაინც შეგრცხვეთ სადაც მაგ პირობას დებთ.

თუკი ვინმეს მაინც ჰქონდა იმედი რომ ხელისუფლება რაიმე ფორმით დაეხმარებოდა, ეს იმედი საბოლოოდ გადაეწურათ. არც საგანგებო ბიუჯეტი შემოუტანიათ, არც იმ ყოველგვარი დაპირების მიღმა დარჩენილ 2 700 000 ადამიანს დაპირებია რამეს და არც იმ ხალხს ეხმარებიან, ვისაც დაპირდნენ.

პირიქით, ისევ ხალხს სთხოვენ დახმარებას – ტურიზმს უჭირს, კეთილი ვინებოთ და ჩვენ თვითონ ვიაროთ, შიდა ტურიზმს დავეხმაროთო. მაინც ვერსად წახვალთ და აქ საქართველოშივე იარეთ, ბევრია სანახავიო. შიმშილისთვის განწირულ, მშიერ ხალხს ავალდებულებენ ქვეყანას ტურისტად მაინც გამოადექითო,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა მელია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბაჩანა ახალიასთვის სასჯელის გამოტანით, სასამართლომ, ჩემი აზრით, დაუშვა ძალიან სერიოზული სამართლებრივი შეცდომა” – გოჩა...

სასამართლოს მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიასთვის გამამტყუნებელი განაჩენის...

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

“თითქმის ყველა, ვისაც ახლა ეროვნულ პოლიტიკურ სცენაზე ვხედავთ, ან გაქრება, ან პოლიტიკურ პერიფერიად იქცევა....

ფილოლოგი, პოლიტიკოსი ვასილ ბარნოვი კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

“ერთადერთი დღეს მათ რისიც ეშინიათ, ეს არის სასწორკვეთილი ადამიანების თავგანწირვა” – მერაბ მეტრეველი

საზოგადოებაში შექმნილი განწყობების შესახებ საუბრობს და თავის მოსაზრება-ვარაუდებს გამოთქვამს...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“თითქმის ყველა, ვისაც ახლა ეროვნულ პოლიტიკურ სცენაზე ვხედავთ, ან გაქრება, ან პოლიტიკურ პერიფერიად იქცევა....

ფილოლოგი, პოლიტიკოსი ვასილ ბარნოვი კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან...