spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებითბილისის მერი საერთაშორისო ბაზრობას TAF 2026-ს ესტუმრა

თბილისის მერი საერთაშორისო ბაზრობას TAF 2026-ს ესტუმრა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობას Tbilisi Art Fair-2026-ს ესტუმრა, რომელშიც თბილისის მერიის „თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი“ მონაწილეობს.

კახა კალაძემ საჯარო ხელოვნების ფონდის დირექტორ ლიკა ჭკუასელთან ერთად დაათვალიერა გამოფენა-ბაზრობა, რომელშიც, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური გალერეები და დამოუკიდებელი ხელოვანები მონაწილეობენ.

„თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის“ სტენდზე წარმოდგენილია ფონდის 2024–2026 წლების პროგრამის შეჯამება. კერძოდ, ასახულია როგორც შესრულებული პროექტები, ასევე მიმდინარე სიახლეები და ინიციატივები, რომლებიც 2026 წლის ბოლომდე განხორციელდება.

საჯარო ხელოვნების ფონდის პროექტების მენეჯერის ელენე კაპანაძის თქმით, ასეთ სახელოვნებო ღონისძიებაში მონაწილეობა ფონდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ეს არის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება სახელოვნებო კალენდარში. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა გალერეა, სხვადასხვა თაობის ხელოვანები, მათ შორის არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი ხელოვანები. ვფიქრობ, „თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდისთვის“ მნიშვნელოვანია ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება“, – აღნიშნა ელენე კაპანაძემ.

ფონდის სტენდის ავტორია არქიტექტორი დავით ბროდსკი, ხოლო დიზაინი და ექსპოზიცია შთაგონებულია შოთა იათაშვილის ლექსით „დიაგონალი“.

საერთაშორისო ბაზრობა Tbilisi Art Fair-2026 24 მაისს დაიხურა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჟენევაში “ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ” გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვედი” – მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილის განმარტებები გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოსვლასთან...

თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა

ვულოცავთ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს. ვუსურვებთ მათ მშვიდობასა...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...