spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"ეს არის დიდი ერთიანობის დღე და ამ ერთიანობას...

“ეს არის დიდი ერთიანობის დღე და ამ ერთიანობას აუცილებლად ყველანი ერთად აღვნიშნავთ” – გიორგი ვაშაძე

,,ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით:

,,ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, მართლაც პატრიოტ და გულანთებულ ადამიანებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ პროტესტში. ჩვენ მათთან ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომლის გამოტანაც გვინდა 26 მაისს. ასევე ვისაუბრეთ იმ ბარიერებზე, რომელსაც გვიქმნის რეჟიმი. იცით, რომ სცენის შეტანის შესაძლებლობას არ გვაძლევენ, თუმცა ალტერნატიული სცენარები უნდა განვიხილოთ იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში 26 მაისის შედგეს.

მე, პირველ რიგში, ყველას მინდა ვუთხრა: 26 მაისს 19:00 საათზე თსუ-ს პირველ კორპუსთან ვიკრიბებით, გელოდებით აბსოლუტურად ყველას – მშვიდად, წყნარად ჩაივლის ეს დღე, რაც არ უნდა შეეცადოს იქეთა მხარე, რომ შეგვიშალოს ხელი, რაღაც პროვოკაციულ ქმედებებს ჰქონდეს ადგილი…

ეს ხო იმას მიანიშნებს, მათ ეშინიათ, რომ ძალიან ბევრი ხალხი გამოვა. ფაქტია – რომ არ ჰქონდეთ იმის განცდა, ბევრი ხალხი გამოვა, ხელს არ შეგვეშლიდნენ, სცენის დადგმის პრობლემა რაღაშია?! მით უმეტეს, რომ რუსთაველზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავისუფლების მოედნის აქეთ, არაფერი ღონისძიება არ არის დაგეგმილი, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ სახელმწიფოებრივად მივუდგებით ამ საქმეს.

ეს არის დამოუკიდებლობის დღე, ეს არის დიდი ერთიანობის დღე და ამ ერთიანობას აუცილებლად ყველანი ერთად აღვნიშნავთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მნიშვნელოვანი ცვლილებები დაინიცირდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ამერიკული დელეგაციის მიერ საქართველოზე” – გიორგი ბურჯანაძე

4 იბლისს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე, საქართველოსთან დაკავშირებით დაინიცირებულ რეზოლუციაზე...

“ჟენევაში “ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ” გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვედი” – მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილის განმარტებები გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოსვლასთან...

“ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ბ–ნი ბიძინაც ხომ ჩვენთვის წვალობს” – ნინო ჯანგირაშვილი

ნინო ჯანგირაშვილი, ყაზახეთში კონსტიტუციის ცვლილებას და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ირონიული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“ბაჩანა ახალიასთვის სასჯელის გამოტანით, სასამართლომ, ჩემი აზრით, დაუშვა ძალიან სერიოზული სამართლებრივი შეცდომა” – გოჩა...

სასამართლოს მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიასთვის გამამტყუნებელი განაჩენის...