პარასკევი, ივნისი 27, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიაქტუალური თემებიკონტრაფაქციასთან ბრძოლის მექანიზმები კორონავირუსის პანდემიის დროს - საქპატენტმა...

კონტრაფაქციასთან ბრძოლის მექანიზმები კორონავირუსის პანდემიის დროს – საქპატენტმა მრგვალ მაგიდას უმასპინძლა

სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო ასოციაციის (INTA) 50-ზე მეტი წევრი დაესწრო დღეს საქპატენტისა და INTA-ს მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ მრგვალ მაგიდას, დიალოგს ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკის შესახებ, რომელიც მიეძღვნა კოონავირუსის პანდემიის პერიოდში კონტრაფაქციასთან დაკავშირებულ გამოწვევების, წარმოშობილ პრობლემების და მათი გადაჭრის გზების განხილვას.

შეხვედრა, რომელიც გახსნა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ჩიქოვანმა, მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში მომუშავე სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა. ნინო ჩიქოვანმა ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ “კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საქართველო კონტრაფაქციასთან დაკავშირებულ გამოწვევებს მომზადებული შეხვდა”.

“ნოვარტისს”, “ფერინგს” და INTA-ს წევრ მსგავს მსხვილ კომპანიებს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს პატენტრწმუნებულთა ეროვნული ასოციაციის ხელმძღვანელმა პირებმა გააცნეს ის ეფექტური მექანიზმები, რომელიც გამოიყენება საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით. კერძოდ, უცხოურმა კომპანიებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოში ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებისა და ბაზარზე მისი დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმების, ასევე, ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის გამართული მუშაობის შესახებ.  აღნიშნული ინფორმაციის გაზიარება INTA-ს წევრებისთვის, ხელს შეუწყობს უცხოური კომპანიების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესის ზრდას.

INTA-ს შეხვედრები ტრადიციული ხასიათისაა და ემსახურება სასაქონლო ნიშნების თემაზე აქტუალური ინფორმაციის გაზიარებას სფეროს პროფესიონალებს შორის. აღნიშნული შეხვედრა განხორციელდა საქპატენტისა და  INTA-ს თანამშრომლობის შედეგად.

INTA წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც სასაქონლო ნიშნების და, ზოგადად, ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარების ხელშეწყობას ემსახურება, მომხმარებელთა დაცვისა და კეთილ­სინ­დისიერი კომერციული საქმიანობის პრინციპების დანერგვის უზრუნველსაყოფად.

INTA-ს წევრია 187 ქვეყნის 7200-ზე მეტი ორგანიზაცია და ის აერთიანებს  სასაქონლო ნიშნების სფეროში მომუშავე 31 000 პროფესიონალს. INTA-ში გაწევრიანებულია როგორც სასაქონლო ნიშნების მფლობელი კორპორაციები, ისე საშუალო და მცირე მეწარმეები, იურიდიული ფირმები და არასამთავრობო ორგანიზაციები. წევრებს შორის არიან სახელმწიფო უწყებები და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

ინფორმაციას საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბიზნესი, ვინც ჩუმადაა და ფიქრობს, რომ გადარჩება – მაინც ვერ გადარჩება ამ საშინელი სიჩუმით”...

მმართველი გუნდის მიერ დაგეგმილ საკანონმდებლო ნორმების შემოღებასთან დაკავშირებით კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეს ბრძოლაა ხალხსა და რეჟიმს შორის და აქ მარცხდება ივანიშვილი!” – გიორგი ვაშაძე

"ქართული ოცნება" ტელეკომპანიებს კომუნიკაციების კომისიაში უჩივის. აღნიშნულთან დაკავშირებით მწვავე...

“ვაიმე ქოცო, ვაიმე. რაღაც იმნაირს გამოგიქანებთ და გთხლიშავთ ტრამპი, ბაიდენი და დიფსთეითი მოგენატრებათ😅” –...

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...