spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დღეს, ისე როგორც არასდროს, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს,...

“დღეს, ისე როგორც არასდროს, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთმანეთის მხარდაჭერა, სოლიდარობა და ერთი მუშტად შეკვრა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დიდი გამარჯვების გზაზე!” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე კრიტიკულ ტელებიზიებს მხარდაჭერას უცხადებს:

სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ განცხადებებს, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილის მხრიდან ტვ “პირველის” და მისი ჟურნალისტების მისამართით გაჟღერდა, ვემიჯნები და არ ვეთანხმები.

მინდა, პირველ რიგში, უდიდესი მადლობა გადავუხადო ტვ „პირველს“, მის თითოეულ ჟურნალისტსა და ოპერატორს, რომლებიც ამ უმძიმეს, ურთულეს პოლიტიკურ და ფინანსურ პირობებში, ყოველდღიური სამართლებრივი თუ ეკონომიკური წნეხის მიუხედავად, გმირულად აგრძელებენ მაუწყებლობას და საზოგადოებას სიმართლეს აწვდიან. კრიტიკული მედიის არსებობა დღეს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომ მადლობას ვუხდი ყველა სხვა თავისუფალ მედიასაშუალებასა და დამოუკიდებელ ჟურნალისტს, რომლებიც ანალოგიური დარტყმების ფასად ინარჩუნებენ სიმართლის პლატფორმას.

ამასთანავე, ამ განცხადებას განვიხილავ, როგორც პირად თავდასხმას ჩემს წინააღმდეგ. მე თავს დაბლოკილად არცერთ თავისუფალ მედიაში არ ვთვლი.

დღეს, ისე როგორც არასდროს, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთმანეთის მხარდაჭერა, სოლიდარობა და ერთი მუშტად შეკვრა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დიდი გამარჯვების გზაზე!” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მიხეილ სააკაშვილი: “მე ყველას გავუხსენი გზა წარმატებისკენ”

ქვეყნის მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ისტორიის მიმოხილვას ახდენს...

“ერთადერთი დღეს მათ რისიც ეშინიათ, ეს არის სასწორკვეთილი ადამიანების თავგანწირვა” – მერაბ მეტრეველი

საზოგადოებაში შექმნილი განწყობების შესახებ საუბრობს და თავის მოსაზრება-ვარაუდებს გამოთქვამს...

“ასეთ დაუნდობლობას არ მოუტანია არასოდეს სიკეთე! ცუდის, ბოროტების მომტანია ასეთი სისასტიკე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სასამართლოს მიერ ალეკო ელისაშვილისთვის 13 წლით პატიმრობა მისჯას, ემოციური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...