spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგიაქართული მთის რუხი ფუტკარი, ასევე ცნობილი როგორიც კავკასიური...

ქართული მთის რუხი ფუტკარი, ასევე ცნობილი როგორიც კავკასიური რუხი ფუტკარი (Apis mellifera caucasica)

“🐝 ფუტკრის საერთაშორისო დღეს ვისაუბროთ უნიკალურ ქართულ მთის რუხ ფუტკარზე” – ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა:

ქართული მთის რუხი ფუტკარი, ასევე ცნობილი როგორიც კავკასიური რუხი ფუტკარი (Apis mellifera caucasica), მსოფლიოში აღიარებული ფუტკრის უნიკალური ჯიშია.

იგი მეფუტკრეებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, რასაც მისი არაერთი გამორჩეული ბიოლოგიური თვისება განაპირობებს.

ყველაზე მთავარი ნიშანი, რითაც ქართული ფუტკარი მსოფლიოში პირველობას არავის უთმობს, მისი გრძელი ხორთუმია. ამ უპირატესობის წყალობით, მას შეუძლია ნექტარი ისეთი ღრმაყვავილოვანი მცენარეებიდანაც კი მოიპოვოს, რომლებიც სხვა ჯიშის ფუტკრებისთვის მიუწვდომელია.

ხორთუმის სიგრძის გარდა, ქართული ფუტკარი მსოფლიოში განთქმულია:

• მშვიდი ხასიათით, რაც საგრძნობლად აადვილებს მასთან მუშაობას;
• უდიდესი შრომისმოყვარეობით და ეფექტიანობით – ქართულ რუხ ფუტკარს ახასიათებს ნექტრის აქტიური ძიება და ღალიანობის (ყვავილებიდან ნექტრის აღების პერიოდის) მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული მთის რუხი ფუტკარი მსოფლიო გამოფენებზე სამჯერ იყო წარდგენილი და სამივეჯერ ოქროს მედალი დაიმსახურა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ბარი, იგივე გავაზი (Falco cherrug)

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს კიდევ ერთი საინტერესო მასალა, ამჯერად...

17 მაისს დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისს რუსთაველის გამზირიდან სამების...

ბათუმში ბარმენებს ტრენინგები ჩაუტარდათ

ზაფხულის ტურისტული სეზონის წინ ბათუმში სერვისის ასამაღლებელი ტრენინგები მიმდინარეობს....

უხრავი (Ostrya) არყისებრთა ოჯახის გამორჩეული და იშვიათი წარმომადგენელია

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს კიდევ ერთი საინტერესო მასალა საქართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...