ოთხშაბათი, ნოემბერი 19, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიჯერ საქართველოს ერთმა პრეზიდენტმა თქვა მოქალაქეობაზე უარი, ახლა...

ჯერ საქართველოს ერთმა პრეზიდენტმა თქვა მოქალაქეობაზე უარი, ახლა მეორე პრეზიდენტის ინსტრუმენტად გამოყენება ჩაითვალა დიდ მიღწევად! – ბონდო მძინარაშვილი

ისე გავთავხედდით, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთი სიმბოლო, სახელმწიფოს ერთ-ერთი ინსტიტუტი ამ განმუხტვის ინსტრუმენტად გამოვიყენეთ ისე, რომ ამ დოკუმენტს ხელს არ აწერს თვითონ პრეზიდენტი, როგორც შეთანხმების შესრულების გარანტი!“ – წერს ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ფეისბუქ პირად გვერდზე, სადაც პრეზიდენტის ინსტიტუტის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ინსტიტუტი, პოლიტიკური გარიგების ინსტრუმენტად გამოიყენეს. საუბარია ა.წ. 8 მარტს ფასილიტატორი ელჩების თანდასწრებით გაფორმებულ ხელშეკრულებაზე:

გადაცემებში რამდენჯერმე ვთქვი და გული არ მითმენს, აქაც უნდა დავწერო ჩვენი სირცხვილის შესახებ:

როგორ დავუშვით, რომ ფასილიტატორი ელჩების თანდასწრებით და მათთან ერთად პარლამენტის მოქმედმა და ყოფილმა თავმჯდომარეებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ინსტიტუტი, პოლიტიკური გარიგების ინსტრუმენტად გამოიყენეს?!

წარმოიდგინეთ, თავის დროზე ამ ელჩებმა დამოუკიდებელი სახელმწიფოს პირველ პირს რწმუნებათა სიგელები გადასცეს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეს ქვეყანაში მუშაობის ოფიციალური უფლება, ახლა კი ხელი მოაწერეს ამავე სახელმწიფოს პირველი პირის ინსტრუმენტად გამოყენებას!

არადა, საქართველოს პრეზიდენტმა მოქმედი და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს შესთავაზა პლატფორმა დიალოგისთვის!

ეს ისედაც არის პრეზიდენტის ვალდებულება: არ დაუშვას პოლიტიკური კრიზისი და მისი გამწვავების თავიდან ასაცილებლად დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგი წარმართოს!

ჩვენ კი როგორ მოვიქეცით: პრეზიდენტის შეთავაზებაზე უარი ვთქვით და უცხო ქვეყნების ელჩებს ვთხოვეთ დაძაბულობის განმუხტვა!

უფრო მეტიც, ისე გავთავხედდით, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთი სიმბოლო, სახელმწიფოს ერთ-ერთი ინსტიტუტი ამ განმუხტვის ინსტრუმენტად გამოვიყენეთ ისე, რომ ამ დოკუმენტს ხელს არ აწერს თვითონ პრეზიდენტი, როგორც შეთანხმების შესრულების გარანტი!

უფრო მეტიც, ის გარანტი კი არა, ვიმეორებ, ინსტრუმენტია!

რაც უფრო მეტს ვფიქრობ ამ “ერთობლივი განცხადების” შინაარსზე, მით მეტად ვბრაზდები ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტის ამ არასახელმწიფოებრივ, უფრო მეტიც, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაზე!

ჯერ საქართველოს ერთმა პრეზიდენტმა თქვა მოქალაქეობაზე უარი, ახლა მეორე პრეზიდენტის ინსტრუმენტად გამოყენება ჩაითვალა დიდ მიღწევად!

მითხარით, უცხოელმა პოლიტიკოსებმა, სხვა სახელმწიფოების ელჩებმა რატომ უნდა სცენ პატივი იმ პოლიტიკურ ელიტას, რომელიც თვითონ ეკიდება უპატივცემულოდ და უპასუხისმგებლოდ საკუთარი ხალხის არჩევანს და საკუთარი სახელმწიფოს ინსტიტუტებს?!

აი, რატომ?!🤔“ – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარაშვილი.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამ სისასტიკისგან განადგურებული მე, იმ დღეს, სანამ საპატიმროს დავტოვებდი, მტვერს მოვხვეტდი და მტვერსაც წამოვიღებდი...

სამოქალაქო აქტივისტი, "სამოქალაქო ინიციატივის" და "ცოდნის კაფეს" თანადამფუძნებელი, ქეთი...

“გახარია მარტო იმიტომაა იმის ღირსი იმისი რაც დაემართა, რომ არ ამბობს, ბრძანება მიტინგის სასტიკ...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიასთვის...

“4 ოქტომბერს ყველა რომ გეგმას ითხოვდით და საჭირო ყოფილა გეგმა, ახლა თქვენ მაჩვენეთ, ან...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა იმ პოლიტიკოსებს, პოლიტიკურ პარტიებს თუ საზოგადოებრივ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...

“მეჩვენება თუ ღარიბას მიმართ სენტიმენტები გაჩნდა მედიაში?!” – ელისო კილაძე

კრიტიკულ მედიაში მთავრობის ყოფილ მეთაურ, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გაჟღერებულ...

“ჩემი აზრით, ივანიშვილი ღარიბაშვილს და ლილუაშვილს არ დაიჭერს, რამდენიმე მიზეზის გამო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვარაუდს გამოთქვამს, რომ კონკრეტულ...