spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ...

“ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ და ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე!” – მიხეილ სააკაშვილი

ინტერნეტში გავრცელდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 21 მაისს სასამართლო სხდომაზე გაკეთებული სკანდალური განცხადების აუდიოჩანაწერი:

მე მინდოდა საქართველოში ჩამოსვლა იმიტომ, რომ მიუხედავად უკრაინაში დალხენილი ცხოვრებისა, შეუძლებელი იყო მეყურებინა ჩემი ქვეყნის ასეთი დაკნინებისთვის.

ეს არ იყო მარტივი ჩამოსვლა, იმ გაგებით, რომ რუსეთის აგენტურა იყო ჩემს გარემოცვაში ჩასმული. იყო ერთი ადამიანი, რომელიც მუდმივად ჩამოდიოდა [ჩემთან და მეუბნებოდა] – “ჩამოდი, ჩამო, ჩამო, ჩამო“. ამის თქმა მე არ მჭირდებოდა, მაგრამ მერე გარკვეული ნდობა გაიჩინა ჩემს გარემოცვაში.

ჯერ, პირველად როცა მოვდიოდი 2020-ში, ჩემი კოორდინატები ივანიშვილის ხელისუფლებას გადასცა და როდესაც იახტით მოვადექით საქართველოს, განგაში გამოცხადდა, წინასწარ ყველაფერი იცოდნენ და მომიხდა უკან დაბრუნება.

მეორეჯერ, აქ როცა ჩამოვედი, უნდა დამხვედროდა, მაგრამ არა მხოლოდ არ დამხვდა არამედ, ზუსტად 2 საათში, მას შემდეგ რაც გამოვაქვეყნე ვიდეო, ორ საათში რუსეთის დავალებით ჩემი მონაცემები გადასცა მაშინდელ ძალოვან სტრუქტურებს.

არის ასეთი ადამიანი, ის შეიძლება სხვა პროვოკაციებშიც მონაწილეობდა, მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ აქვს.

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ და ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე!” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კიევი დღეს. ოპოზიციას ეს უნდა ხო? ვერ ეღირსებით!” – ლალი მოროშკინა

6 ივლისს, გამთენიისას, რუსეთის მიერ კიევის მასშტაბური დაბომბვის შემდეგ,...

ანა დოლიძე: “ეს კვირა უმძიმესი იყო ივანიშვილის მთავრობისთვის”

პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე, ანა დოლიძე კონკრეტულ ფაქტებზე მიუთითებს და...

“აფსუებო, თბილისს რომ ემუქრებით, ერთი-ორი დრონი ღიად და საჯაროდ გაუშვით რუსეთის მხარდაჭერის ამბავში უკრაინის...

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დრონების გამოჩენის გამო განგაში გამოცხადდა....

“იმ ოჯახებსა და ცალკეულ პირებს, ვისაც არ ეკუთვნის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, მათ ეხსნებათ, ხოლო...

„ვისაც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების საჭიროება აქვს, მათ ეს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...