სამშაბათი, აპრილი 29, 2025
5.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიეს იყო არა ანგარიში, არამედ მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ...

ეს იყო არა ანგარიში, არამედ მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრმა – ირაკლი კობახიძე

განსაკუთრებული მადლობა ამ ბრძოლაში ეკუთვნის რა თქმა უნდა პრემიერ-მინისტრს, რომელიც დღეს წარსდგა საზოგადოებისა და პარლამენტის წინაშე თავისი ანგარიშით. მე ვიტყოდი, რომ ეს იყო არა ანგარიში, არამედ ეს იყო მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრმა“ – ეს განცხადება პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა და ოპოზიციას კიდევ ერთხელ უწოდა „გოიმური“. პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიციის მიერ კოვიდ19-ის პერიოდში აქტივობები მხოლოდ და მხოლოდ უსაგნო კრიტიკა იყო და ამ კრიტიკისათვის „ფეიქ“ ტელევიზიებს იყენებდნენ:

სამწუხაროდ, ერთადერთი სუბიექტი, ვინც საერთო საზოგადოებრივი ერთიანობის მიღმა დარჩა, იყო რადიკალური ოპოზიცია, თავისი „ფეიქ“ ტელევიზიებით. ერთადერთი, რითაც მათ გამოიჩინეს თავი, ეს იყო სრულიად უსაგნო კრიტიკა.

თქვენ გახსოვთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, გახსოვთ უსაგნო კრიტიკა ისეთ თემებზე, როგორიც არის შეზღუდვების დაწესება. მაგალითად ისინი აკრიტიკებდნენ ყველა შეზღუდვას დაწყებული კომენდანტის საათით, საქალაქთაშორისო მიმოსვლის შეზღუდვა და ა.შ. ისინი გახსოვთ, რომ ითხოვდნენ ეკლესიის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. ერთადერთი ის არ მოუთხოვიათ, რომ ეკლესიებში სატვირთო მანქანებით შევვარდნილიყავით. ეს არის მათი სულისკვეთება.

ისინი მძიმედ აკრიტიკებდნენ ეროვნული წარმოების პირბადეებს და სხვა სამედიცინო საშუალებებს. ითხოვდნენ 4 მლნ ადამიანის გატესტვას, რაზეც დღეს უკვე აბსოლუტურად ყველას ეცინება. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმ აბსოლუტურად მძიმე ბუნებაზე, რომლითაც ხასიათდება ჩვენი ოპოზიცია.

განსაკუთრებით მძიმე იყო ის თავდასხმები, რომლითაც ოპოზიცია გამოირჩეოდა ექიმებისა და ეპიდემიოლოგების წინააღმდეგ. ეს არის უმძიმესი მოვლენა, რომელიც მე დარწმუნებული ვარ, 200 სახელმწიფოდან არცერთისათვის არ იყო დამახასიათებელი.

მოკლედ, ერთ მხარეს იყო აბსოლუტურად უსაგნო კრიტიკა, ხოლო მეორე მხარეს არის საქმე და შედეგები.

ვიდრე ოპოზიციის უსაგნო კრიტიკას ვისმენდით ამ 3 თვის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საკუთარი სახსრები გაიღეს კრიზისთან საბრძოლველად. შეგახსენებთ, რომ პარტიის თავმჯდომარემ გაიღო 100 მლნ და კოვიდის ფონდში ჩარიცხა.

დეპუტატებმა შესწირეს საკუთარი რამდენიმე თვის ხელფასის 1/3 კოვიდის ფონდს. აქაც თქვენ გახსოვთ, რომ ეს 100 მილიონიც კი ქილიკის თუ კრიტიკის საგანი გახადეს და ეჭვქვეშ დააყენეს ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც მე გადავამოწმე და ერთი დეპუტატია „ნაციონალების კლასტერიდან“, რომელმაც კოვიდის ფონდში ჩარიცხა თანხა. კეთილი გენებათ და თქვენ გამოგეჩინათ საკუთარი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე.

განსაკუთრებული მადლობა ამ ბრძოლაში ეკუთვნის რა თქმა უნდა პრემიერ-მინისტრს, რომელიც დღეს წარსდგა საზოგადოებისა და პარლამენტის წინაშე თავისი ანგარიშით. მე ვიტყოდი, რომ ეს იყო არა ანგარიში, არამედ ეს იყო მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრმა,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დაიხურება მთავარი არხი, გაიხსნება ახალი” – ნიკა გვარამია

ტელეკომპანია "მთავარი არხი" დაიხურა, რის თაობაზეც გაკეთდა ოფიციალური განცხადება....

“2011-2012 წლების ბორენკას ხომ არ გულისხმობს?!” – ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი კობახიძის პოზიციას ეხმიანება

მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში, "ღამის კურიერში"...

მარიამ კვიციანი: “გამოცდილება, როგორც საძირკველი”

ბიზნეს და პიროვნული ზრდის ტრენერი, BMA-ის დამფუძნებელი, მარიამ კვიციანი...

“აუცილებელია სწორი ფორმით სასკოლო განათლების დატვირთვა” – არჩილ გამზარდია

საგანმანათლებო სისტემაში სახელობო საქმის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას ანალიტიკოსი, ჟურნალისტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...

“ნანუკა ჟორჟოლიანი მათთვის საფრთხეა იმიტომ რომ ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ხალხის მხარეს დგას”...

სხვადასხვა ფონდების ხელმძღვანელების სახლებში დილიდან პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ და...

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა,...