spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ეს ბრძოლა გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე" - ლევან ბეჟაშვილი

“ეს ბრძოლა გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე” – ლევან ბეჟაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ლევან ბეჟაშვილი პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის, ირაკლი ნადირაძის და კიდევ პარტიის 15 წევრის, ასევე “ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებლის, საქართველოს მე-3 პრეზიდენტის სასამართლო პროცესებს ეხმაურება და აცხადებს, რომ

დღეს ივანიშვილის სასამართლოს მორიგი პოლიტიკური ეგზეკუციის დღეა.

დღეს რუსი ოლიგარქის, საქართველოს ჩრდილოვანი მმართველის — ბიძინა ივანიშვილის მორჩილი მოსამართლე განაჩენს გამოუცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს.

ეს არ არის სამართალი.
ეს არ არის სასამართლო.

ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორების მანქანა, რომელიც 2012 წლიდან ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს — გაანადგუროს თავისუფალი აზრი, ოპოზიცია და ყველა, ვინც რუსულ რეჟიმს არ ემორჩილება.

14 წელია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ივანიშვილის რეჟიმის მთავარი სამიზნეა.
14 წელია ათასობით ადამიანი გახდა ამ რუსული რეჟიმის რეპრესიების მსხვერპლი.
14 წელია საქართველოში შენდება შიშზე, ძალადობასა და პოლიტიკურ დევნაზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემა.

ენმ ის დამფუძნებელი თავმჯდომარე საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს პუტინის პირადი პატიმარია.

ის დატყვევებულია მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო ევროპისკენ წაიყვანა, იმიტომ რომ დაამარცხა კორუფცია, შექმნა ძლიერი სახელმწიფო და არასოდეს დაუხრია თავი რუსეთის წინაშე.

დღეს პოლიტიკურ ტყვეობაში არიან ენმ-ის ლიდერი ირაკლი ნადირაძე და ჩვენი 15 პარტიის წევრი, თანამებრძოლი — ადამიანები, რომლებიც მხოლოდ იმიტომ ისჯებიან, რომ თავისუფლებას, ევროპას და საქართველოს იცავენ.

ახლა კი რეჟიმს სურს გაასამართლოს ლევან ხაბეიშვილი.
რისთვის?

იმისთვის, რომ ხალხის მხარეს იდგა.
იმისთვის, რომ არ შეეშინდა.
იმისთვის, რომ სიმართლე თქვა.

ლევან ხაბეიშვილს ასამართლებენ იმიტომ, რომ მან მიმართა სპეცრაზმს და უთხრა —
არ დაარტყათ საკუთარ ხალხს;
არ მოწამლოთ ადამიანები მხუთავი გაზით;
არ შეასრულოთ უკანონო და დანაშაულებრივი ბრძანებები;
არ გახდეთ რუსული რეჟიმის ბრმა იარაღი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.

და სწორედ ეს სიტყვები გახდა მათი შურისძიების მიზეზი.

რეჟიმს ეშინია თავისუფალი ადამიანის.
ეშინია შეუპოვრობის.
ეშინია იმ ხალხის, ვინც ვერ გატეხეს, ვერ დააშინეს, ვერ იყიდეს.

ივანიშვილმა კარგად უნდა გაიგოს —
ვერც ერთი მოსამართლე,
ვერც ერთი განაჩენი,
ვერც ერთი ციხე
ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის ბრძოლას.

ეს ბრძოლა გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე.

გაგრძელდება იქამდე, სანამ საქართველოში აღარ იარსებებს პოლიტიკური დევნა და ყველა პოლიტპატიმარი თავისუფალი არ იქნება.

სანამ საქართველო საბოლოოდ არ დაბრუნდება ევროპულ გზაზე.

ამ ბრძოლაში გამარჯვებული იქნება ქართველი ხალხი.

თავისუფლება აუცილებლად გაიმარჯვებს“, – აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

ცნობისათვის: ლევან ხაბეიშვილის განაჩენს მოსამართლე 21 მაისს გამოაქვეყნებს

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“რა სიკრეტინეშია ქვეყანა, იმედია ახსნა არ სჭირდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ჟურნალისტის,...

“ეს ელისაშვილი, რაის ტერორისტია?!! რა სისულელეა, ტერორისტი არა იხვი, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს!!”...

თაკო ჩარკვიანი ალეკო ელისაშვილის მიმართ ტერორიზმის მუხლით წაყენებულ ბრალს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...