spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპაატა კვიჟინაძე: "დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე"

პაატა კვიჟინაძე: “დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე”

დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე ყველა მიმართულებით, რაც ასე არასდროს ყოფილა“, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის 2025 წლის ანგარიში განიხილეს. ანგარიში, რომელიც მოიცავს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას, დეპუტატებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გააცნო.

კომიტეტის თავმჯდომარემ შემაჯამებელ სიტყვაში რამდენიმე იმ მაჩვენებელებს გაუსვა ხაზი, რომელიც ფინანსური სისტემის მდგრადობას განაპირობებს.

ლარის კურსი სტაბილურია, რეზერვები გაცდა 6 მილიარდს და ეს აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ცუდი სესხები ე.წ. პრობლემური სესხები, რომლის მაჩვენებელი მნიშვნელოვანია საბანკო სექტორისთვის არის ძალიან დაბალ ნიშნულზე 2.6 %. მინდა შეგახსენოთ 2012 წელს იყო -12 %, ხოლო 2020 წელს 8-9%, ეს საუკეთესო მაჩვენებელია რეგიონში და უტოლდება ბევრ ევროპულ ქვეყანას.

განსაკუთრებით მინდა დეპოზიტები გამოვყო: 10 წლის წინ დეპოზიტების ჯამური მოცულობა 14,4 მილიარდი იყო, როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირების ანგარიშები ბანკებში. დღეს 66.95 მილიარდი ლარია, თითქმის თანაბარია როგორც მოსახლეობის ისე კერძო პირებისთვის. სტრუქტურულადაც გაუმჯობესდა. დოლარიზაცია 10 წლის განმავლობაში 71.7% -დან შემცირდა 47.8% მდე, რაც ძალიან კარგი შედეგია“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა წარმატებული საქმიანობისთვის.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გადავწყვიტე, რომ ნანუკა იყოს რეფორმატორთა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტია "ერთიან ნაციონალური მოძრაობაში" დაგეგმილ ძირეულ ცვლილებებს...

“აფსუებო, თბილისს რომ ემუქრებით, ერთი-ორი დრონი ღიად და საჯაროდ გაუშვით რუსეთის მხარდაჭერის ამბავში უკრაინის...

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დრონების გამოჩენის გამო განგაში გამოცხადდა....

“ბაჩანა ახალიასთვის სასჯელის გამოტანით, სასამართლომ, ჩემი აზრით, დაუშვა ძალიან სერიოზული სამართლებრივი შეცდომა” – გოჩა...

სასამართლოს მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიასთვის გამამტყუნებელი განაჩენის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...