spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"არა, ქოცს სირცხვილის გრძნობა არ აქვს" - გოჩა...

“არა, ქოცს სირცხვილის გრძნობა არ აქვს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მწვავე, მძიმე ემოციური შეფასებები, ქვეყანაში შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით:

არანაირად არ შემაწუხა ალექსი პეტრიაშვილის დაკავებამ. მან ცხოვრებაში ბევრ რამეს გაუძლო და ამ რამდენიმე დღესაც გაძლებს.

სხვა რამე მაწუხებს სულ, მაწუხებს კი არა მაწითლებს, მაგიჟებს ხოლმე – საქართველოს სახელით გამოტანილი უსამართლო განაჩენები.

ილიაუნის წინ რომ გოგო დააკავეს – ისეთი სიმშვიდე ჩანდა მის თვალებში, ღვთისმშობელსაც კი შეშურდებოდა.

კიდევ ის მაცოფებს – სავარაუდოდ, პოლიციელები, რომლებიც ამ ადამიანებს აკავებენ ან დედები არიან, ან მამები, ბოლო-ბოლო შვილები არიან და… ჰო, ხელფასის დედა ვატირე…. რა ვქნა ძმაო, შვილები, ოჯახი, მოხუცები…. და მეც რა ვქნა ძმაო, იმდენი ვიცი, ვინც შვილებზე, ოჯახზე, მოხუცებზე მაღლა დააყენა სამშობლო და სახელმწიფო… რატომ? იმიტომ რომ ისევ “შენ” თქვა – “რა მექნა ძმაო…

არა და ყველამ იცის რაც უნდა ქნას, მაგრამ სიხარბე? მაგრამ კომფორტი? მაგრამ ეს დაუსრულებელი გარეწრობა…

ვინმე მადლიანმა იქნებ გვითხრათ, რას წერენ ჩვენებაში, მაისაშვილს რომ თავში ფეხი ურტყეს, ის “სამართალდამცველები”, რატომ მოიქცნენ ასე – საქართველოს სახელით, საქართველომ დაავალათ?

ჰო, არ შემაწუხა ალექსი პეტრიაშვილის დაკავებამ. ვიცი დაახლოებით, ახლა ვის ესაუბრება, რადგან ისიც ვიცი, რატომ დააკავეს მამა, რომელიც შვილის მაისურით დადიოდა აქციაზე და ამბობდა – აქ ვარ, მის ნაცვლად…

ვიღაც იკითხავს “ქოცს” არ რცხვენია? არა – ქოცს სირცხვილის გრძნობა არ აქვს. მე ის მაინტერესებს, პოლიტიკაში რომ არ ერევიან იმათ არ რცხვენიათ? აი, 26-ში აქციაზე წასვლას რა აზრი აქვსო რომ ბჭობს, იმას არ რცხვენია?

ჰო, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება – უბრალოდ ადამიანებს სპობენ ირგვლივ, საქართველოს სახელით და სხვა ადამიანებს არ რცხვენიათ, მათ შორის არც საქართველოს ნაცვლად…“, – წერს გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გამიხარდებოდა თუ მაქსიმალურად ახლოს იქნებოდით ჩვეულებრივ ხალხთან და მაქსიმალურად შორს ამ ხალხის მჩაგვრელებისგან” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ახლადარჩეული პატრიარქის შიო...

“ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - მმართველი გუნდის წარმომადგენლის,...

“ამ თავისუფალმა უდანაშაულო ადამიანმა ხმა გაიკმინდა და სახეში შეაფურთხა” – ელენე ხოშტარია

მმართველი გუნდის ლიდერების პოზიციას, რომ შეწყალებამდე, პატიმრობაში მყოფმა აქტივისტებმა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...