სამშაბათი, აპრილი 23, 2024

კორონავირუსის ახალი შემთხვევა იმერეთში

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში Covid19-ის დიაგნოზით ახალი პაციენტი მოათავსეს. ინფიცირებული 31 წლის მამაკაცი, სატვირთო მანქანის ე.წ. “ტრაილერის” მძღოლია. მას რუსეთში და სომხეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

მკურნალი ექიმის, თემურ ნადირაძის თქმით, პაციენტი ცხელების ცენტრიდან დღეს დილის 6 საათზე შემოიყვანეს. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პროტოკოლის შესაბამისი მკურნალობის კურსი უტარდება.

ამ დროისთვის კლინიკაში სტაციონარულ მკურნალობას სულ ორი პაციენტი გადის.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული