spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სანამ ოპოზიციის ერთიანობაზე ვისაუბრებთ, კარგად უნდა გავიაზროთ, რა...

“სანამ ოპოზიციის ერთიანობაზე ვისაუბრებთ, კარგად უნდა გავიაზროთ, რა მოხდა წლინახევრის წინ” – ზაზა ბიბილაშვილი

პოლიტიკური ერთიანობის თემას, სოციალურ ქსელში, 3-პუნქტიანი შეფასება-განმარტებებით ეხმიანება ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი:

მოკლედ ერთიანობის თემაზე:

პირველი – სანამ ოპოზიციის ერთიანობაზე ვისაუბრებთ, კარგად უნდა გავიაზროთ, რა მოხდა წლინახევრის წინ და რატომ არ შედგა ერთიანობა 2024 წლის არჩევნებამდე. ვინ და რა იყო ამის მიზეზი? “შეცდომა” იყო ეს თუ ვიღაცის წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგის ნაწილი? ამ კითხვებზე გულწრფელი პასუხები დაგვეხმარება კონკრეტული ძალების მოტივაციის დადგენაში, რაც არსებითია დღევანდელი დისკუსიებისთვის.

მეორე – “ერთიანობა” არ უნდა იყოს პოლიტიკური მეინსტრიმიდან დემოკრატიულად განდევნილი ოდიოზური ფიგურების უკანა კარიდან დაბრუნების გზა (როდესაც კონკრეტული არაელექტორალური ტიპები კაბინეტური გარიგებებით ცდილობენ თავში მოექცნენ ხალხის დიდ მასას, რომელთანაც არანაირი ქიმია არ გააჩნიათ). დიახ, ხალხი ბრძენია და ამას არ მიიღებს, არანაირი “ერთიანობის” ყალბი საბაბით.

მესამე და მთავარი – პოლიტიკის ოქროს წესია, რომ “ამომრჩეველი ყოველთვის მართალია” (ისევე, როგორც ბიზნესში მომხმარებელია ყოველთვის მართალი). როცა ამომრჩეველთან შედიხარ ჭიდილში და უბრალო ტიპებს უწყებ ხმალაობას, იქ პოლიტიკოსი აპრიორი წაგებულია, სულ რომ ცამდე მართალი იყოს ამა თუ იმ კონკრეტულ არგუმენტში.

ასეა ეს. და გმადლობთ ყურადღებისთვის“, – წერს ზაზა ბიბილაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“მაშინ ვბერდებით, როცა ჩვენს ბედნიერებას სხვებს ვანდობთ…” – ფადი ასლი

ბიზნესმენ ფასი ასლის მოსაზრება-შეფასებები, 5-პუნქტიანი ვარაუდები დაბერებასთან დაკავშირებით: "მაშინ ვბერდებით,...

“კიევი დღეს. ოპოზიციას ეს უნდა ხო? ვერ ეღირსებით!” – ლალი მოროშკინა

6 ივლისს, გამთენიისას, რუსეთის მიერ კიევის მასშტაბური დაბომბვის შემდეგ,...

“განახორციელეთ ზარის მონიტორინგი და მომეცით დედასთან საუბრის საშუალება” – მარიამ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში, ელისო კილაძის ფეისბუქის გვერდზე წერს მისი შვილი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...