spot_img
მთავარიოკუპირებული რეგიონები"მივიღეთ სრულიად კატასტროფული ანექსიური გარღვევა ცხინვალის მიმართულებით" -...

“მივიღეთ სრულიად კატასტროფული ანექსიური გარღვევა ცხინვალის მიმართულებით” – თამთა მიქელაძე

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე ამა წლის წლის 9 მაისს რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის დადებულ ხელშეკრულებას მწვავე შეფასებებს აძლევს:

მხოლოდ ახლა გავაანალიზე 2026 წლის 9 მაისს დადებული ე.წ. ხელშეკრულების შინაარსი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასა და რუსეთს შორის.

ეს არის პრაქტიკული ანექსია ამ რეგიონის.

დააკვირდით ე.წ. ხელშეკრულების ძირითად და კატასტროფულ ნორმებს:

ერთი მხარის მოქალაქეებს შეუძლიათ დაიკავონ სახელმწიფო და მუნიციპალური თანამდებობები, ასევე სახელმწიფო და მუნიციპალური სამსახურის თანამდებობები მეორე მხარის სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანოებში.
– ანუ რუსებს პირდაპირ შეუძლიათ დე ფაქტო ხელისუფლებაში რუსების დანიშვნა.

მხარეები თანაბრად აღიარებენ და იცავენ საკუთრების ყველა ფორმას, რომელიც აღიარებულია მათ ტერიტორიებზე, და უზრუნველყოფენ მოქალაქეთა თანაბარ უფლებებს ქონების შეძენაზე, ფლობაზე, გამოყენებასა და განკარგვაზე.
– ანუ რუსებს შეეძლებათ საკუთრება და მიწების ამ რეგიონში შეძენა და განკარგვა იგივე სამართლებრივ რეჟიმში, რასაც ცხინვალის ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს.

მხარეები იღებენ შემდგომ ნაბიჯებს ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნისკენ, მოქალაქეთა კეთილდღეობისა და ცხოვრების დონის ამაღლების მიზნით. ამ მიზნით მხარეები უზრუნველყოფენ ეკონომიკური საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ჰარმონიზაციას, მათ შორის სამოქალაქო და საგადასახადო სამართლის, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით.
– ანუ მოხდება რუსეთში ამ რეგიონის სრული ეკონომიკური აბსორბცია.

მხარეები აგრძელებენ ნაბიჯების გადადგმას ენერგეტიკული (მათ შორის გაზსადენის), სატრანსპორტო სისტემების, ასევე საკომუნიკაციო და ტელეკომუნიკაციების სისტემების ეტაპობრივი გაერთიანების მიმართულებით. აღნიშნული ინფრასტრუქტურის ერთიანი ელემენტების მართვის წესი განისაზღვრება ცალკე საერთაშორისო ხელშეკრულებებით.
– ანუ ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების სისტემების სრული აბსორბცია მოხდება რუსეთის მხრიდან.

არ იყო შემთხვევითი, რომ გაგლოევმა პუტინთან შეხვედრის დროს გამოიყენა სიტყვები: документ станет шагом к «воссоединению осетинского народа».

მანამდე ადგილობრივი მედია ცხინვალში წერდა, რომ მაღალი ალბათობით სწორედ 9 მაისს მოეწერებოდა ხელი დოკუმენტს, რომელშიც речь идёт о создании союзного государства с Россией.

ცხინვალში (აფხაზეთისგან განსხვავებით) ამ ანექსიური პოლიტიკის წინააღმდეგები ძირითადად არ არიან. ამიტომ ადგილობრივები ამას აღტაცებით შეხვდნენ.

“ქართული ოცნების” “მშვიდობის პოლიტიკაც” ეს არის.
დაუთმეს რუსებს ყველაფერი, დაგვაკარგვინეს ევროკავშირში გაწევრიანების შანსი, ყოველდღე უტევენ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ და იცავენ, მაგრამ რუსეთთან ამ მორჩილი პოლიტიკით ვერ შეძლეს ვერაფერი. თუნდაც, კონფლიქტის რეგიონების მიმართულებით ერთი წინგადადგმული ნაბიჯიც არ აქვთ: გალში ისევ უუფლებოდ რჩებიან ქართველები და ქართული ენის დაცვითვის საჭირო პროგრამაც კი ვერ დაინერგა ადგილზე, ვერც ერთი სისხლის სამართლის წესით დაკავებული პატიმარი დროულად ვერ გამოიხნეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, IPRM ვერ აღადგინეს აფხაზეთის მიმართულებით, და ა.შ.

[შერიგების მინისტრის ვებ-გვერდი ომის დროს გარდაცვლილი ადამიანების გვამების გაცვლის პროცესის იქით, ვერც ერთ პროგრესს ვერ იუწყება. მართლაც რომ მკვდარი უწყება და მკვდარი პოლიტიკა. ქალბატონმა საგარეო საქმეთა მინისტრმა კი მხოლოდ დღეს იკადრა გამოხმაურება ამ საკითხზე.]

ახლა კი მივიღეთ სრულიად კატასტროფული ანექსიური გარღვევა ცხინვალის მიმართულებით. ამის იქით პრაქტიკულად არაფერი რჩება რეგიონის პირდაპირი და იურიდიული მიერთების ანუ ანექსიის მიღმა რუსეთში.

აპირებს ნეტა რეჟიმი საპარლამენტო რეზოლუციის მიღებას მაინც?!
კიშინიოვში ბოჭორიშვილის ზეპირი გამოხმაურების იქით ნეტა წავა ქართული დიპლომატია და საგარეო პოლიტიკა?!” – წერს თამთა მიქელაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბ–ნი ბიძინაც ხომ ჩვენთვის წვალობს” – ნინო ჯანგირაშვილი

ნინო ჯანგირაშვილი, ყაზახეთში კონსტიტუციის ცვლილებას და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ირონიული...

“მაშინ ვბერდებით, როცა ჩვენს ბედნიერებას სხვებს ვანდობთ…” – ფადი ასლი

ბიზნესმენ ფასი ასლის მოსაზრება-შეფასებები, 5-პუნქტიანი ვარაუდები დაბერებასთან დაკავშირებით: "მაშინ ვბერდებით,...

Business Insider Polska: ბათუმი შავი ზღვის რეგიონში ბიზნესისა და ტურიზმის ახალ ცენტრად ყალიბდება

„Business Insider” – ის პოლონური გამოცემა ბათუმის შესახებ ვრცელ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...