თაკო ჩარკვიანი ალეკო ელისაშვილის მიმართ ტერორიზმის მუხლით წაყენებულ ბრალს და მიმდინარე სასამართლო პროცესს მწვავე ემოციური შეფასებებით ეხმაურება:
“ეს ელისაშვილი, რაის ტერორისტია?!! რა სისულელეა, ტერორისტი არა იხვი, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს!! რა გვჭირს ხალხნო?! მართლა რა სიგიჟეა. ერთი ემოციური, გულწრფელი ბრიყვია, ცოტა ეპატაჟური ბრიყვი, აგვისტოს ომშიც ასე გულწრფელად იბრძოლა საქართველოსთვის, მართლა ასე იყო… კომუნისტები, ლენინი და სტალინი არ გაუშვებდნენ მგონი ამ მუხლით – ტერორიზმი, სიგიჟეა მართლა…
ისე, კონსტიტუციის ხელყოფა ხელისუფლების მიერ, ხალხის ვექტორალური არჩევანის ანუ დასავლური ვექტორის ხელყოფა და კითხვის ნიშნის ქვეშ “დაყენება” უფრო ტერორიზმია, ჰოდა, მიზეზის მიზეზი არსებობს იურისპრუდენციაში და ნურც ეს დაგვავიწყდება და გაითვალისწინონ ეს კანონმდებლებმა – ხელისუფლებამ… ადამიანებო ამ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ და ცოტა ფრთხილად გამოვუტანოთ ვერდიქტი – სასიკვდილო განაჩენი ერთმანეთს!🙏✌️
მართლა არ ვიცი ამ ბუმერანგს რა ეშველება, ან სად წავა ამდენი დაგროვილი პოლიტიკური ზიზღი?!!
ამდენი წელია გვატრიალებს ეს “რუსული მანქანა” და ძველებურად – თბილისურად რომ ვთქვა “ფინთი გოიმებივით” გვატკებნიებს ერთ ადგილს და გვახოციებს ერთმანეთს!” – წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

