თანამდებობის პირების მაღალ ხელფასებთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასებებს და მძიმე განმარტებებს აკეთებს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
“როდესაც სახელმწიფო თანამდებობის პირი ხარ, ხელფასი მაღალი უნდა გქონდეს და პერიოდულად უნდა გემატობოდეს კიდეც, თუმცა ხელფასი შეიძლება ერთჯერადად მოიმატო ვთქვათ, 10 პროცენტით, ან 20 პროცენტით, ჯანდაბას, 50 პროცენტით, მაგრამ გაჭირვებლ ქვეყანაში ხელფასი ერთბაშად 200 პროცენტით გაიზარდონ თანამდებობის პირებმა, სადმე მსოფლიოში მომხდარა?
არადა, ეს გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ ორი წლის წინ. პარლამენტარის ხელფასი იყო, სადღაც 4000 ლარამდე და ერთი გადაწყვეტილებით გახადეს დაახლოებით 12 000 ლარი. ეტპობრივად კი არ მოიმატეს, მაგალითად ჯერ 2000 ლარით, ერთი წლის მერე კიდევ 2000 ლარით და ა.შ. არა, პირდპირ გაიზარდეს სამჯერ. საკუთარი ხელფასები ეგრევე გაასამმაგეს!
ანუ 4000 ლარიდან 6000 ლარმდე რომ გაეზარდათ, განა მატება არ იქნებოდა? ან დავუშვათ 8000 ლარამდე? ესეც კი ბევრი იქნებოდა ამ გაჭირვებულ ქვეყანაში, მაგრამ ამათ პირდპირ 12 000 ლარი გლიჯეს და მერე ერთ წელში კიდევ მიამატეს 1000 ლარი. დღეს 13 000 ლარამდე აქვს რიგით დეპუტატს და თანამდებობის პირებს – კიდევ მეტი.
სულ ვფიქრობდი, ასე რამ გაამწარათ-მეთქი? ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ხალხის ასეთ დაცინვაზე რატომ წავიდნენ-მეთქი. ახლა ერთადერთი ახსნა მაქვს (საინტერესოა რამდენად დამეთანხმებით): ამ ხალხს სინამდვილეში აქამდეც მაგდენი ჰქონდა შემოსავალი, უბრალოდ, ადრე ხელფასზე დანამატის სახით 10 000 ლარამდე თანხას ივანიშვილი ურიგებდა „კონვერტით“ ერთგულების სანაცვლოდ. 2024 წელს კი მობეზრდა მათი ერთგულების საკუთარი ჯიბიდან ყიდვა და უთხრა, დასანქცირებული კაცი ვარ, ამიტომ აწი ბიუჯეტიდან აიღეთო და, რადგან ამხელა შემოსავალს იყვნენ მიჩვეულები, მათაც ეგრევე მოიმატეს 10 000 ლარით.
სხვა ახსნა ასეთი გაუმაძღრობის მე არ მაქვს“, – წერს მერაბ მეტრეველი.

